Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო კოდექსიმუხლი 274

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 274. გირავნობის საგნის გასხვისება

რედაქცია №140 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:უზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებაუძრავი ქონების გადასახადისამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. [ 1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.

3.მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს.

4.დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ . [ 5. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგის შედეგად დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება დებიტორულ დავალიანებაზე და ფაქტორის საკუთრებაში გადადის გირავნობის უფლებით დაუტვირთავი ქონება. ამ შემთხვევაში გირავნობის უფლება არსებობას აგრძელებს აღნიშნული დებიტორული დავალიანების ფაქტორის საკუთრებაში გადაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. თუ ფაქტორს დებიტორული დავალიანების ნაწილი გადაეცემა, ეს წესი აღნიშნული დებიტორული დავალიანების მხოლოდ გადაცემულ ნაწილზე გავრცელდება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35 საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1454 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. [ 1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის. 3. მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს. 4. დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ . [ 5. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგის შედეგად დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება დებიტორულ დავალიანებაზე და ფაქტორის საკუთრებაში გადადის გირავნობის უფლებით დაუტვირთავი ქონება. ამ შემთხვევაში გირავნობის უფლება არსებობას აგრძელებს აღნიშნული დებიტორული დავალიანების ფაქტორის საკუთრებაში გადაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. თუ ფაქტორს დებიტორული დავალიანების ნაწილი გადაეცემა, ეს წესი აღნიშნული დებიტორული დავალიანების მხოლოდ გადაცემულ ნაწილზე გავრცელდება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4310 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.35 საქართველოს 2013 წლის  24  დეკემბრის კანონი №1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1454 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2026
წინა მუხლი 273შემდეგი მუხლი 275

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გირავნობის მოწმობის საფუძველზე ქონების გადაცემა მოგირავნისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგისტრირებული გირავნობით დატვირთული მოთხოვნის აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამშენებლო გირავნობის დავები სერვისის გვერდი
  • უძრავი ქონების გასხვისების გადასახადისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №140

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-04-06
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 53საგზაო მოძრაობის შ… 53

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 285გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგები
  • 258რეგისტრირებული გირავნობა
  • 275მოგირავნის ვალდებულება გირავნობის უფლების შეწყვეტისას

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 8ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა
  • 9ფინანსური გირავნობის აღსრულება
  • 11გადახდისუუნარობის კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების გამოყენების აკრძალვა

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი
  • 16მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 29²საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 239საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 62⁴დაგირავებული პატენტის გასხვისება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 7საიჯარო უფლების გასხვისება, ქვეიჯარით გაცემა და დაგირავება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
62⁴7201629²53285258275239538911274
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საგზაო მოძრაობის შესახ…ფინანსური გირავნობის, …საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026