Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 3

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 3. ტერმინების განმარტება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:სამშენებლო სამართალირისკების მართვაპიროვნული დაზიანებასასესხო ხელშეკრულებებისმარტ კონტრაქტებივალის ამოღების სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაუზუსტებელი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც დაზუსტებული არ არის და მოიცავს მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან ან შესაბამისი ხელშეკრულების დარღვევასთან ან მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ ან სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილ სხვა მოთხოვნას; ბ) პირობითი მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია მომავალ და უცნობ მოვლენაზე და რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვალდებულებას, მათ შორის, მესამე პირის სასარგებლოდ გაცემულ გარანტიასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომელიც დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე; გ) ვადამოუსვლელი (სამომავლო) მოთხოვნა – მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადაც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის არ დამდგარა; დ) ახალი კრედიტორული მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელიც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოიშვა; ე) მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები − მოვალის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით დადებული შრომითი, იჯარის, მომსახურების ან სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი, რეგულარულად შესასრულებელი ვალდებულებები; ვ) მმართველი − რეაბილიტაციის მმართველი ან/და გაკოტრების მმართველი; ზ) ზედამხედველი − რეგულირებული შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობისთვის დანიშნული პირი; მოვალის რეაბილიტაციის პროცესში საწარმოს მართვის ორგანოების შენარჩუნების შემთხვევაში მათ საქმიანობაზე ზედამხედველობისთვის დანიშნული პირი; თ) უზრუნველყოფილი კრედიტორი – კრედიტორი, რომლის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილია იპოთეკით ან გირავნობით; ი) კონვერსია − ამ კანონით დადგენილი წესით რეაბილიტაციის რეჟიმიდან გაკოტრების რეჟიმში ან გაკოტრების რეჟიმიდან რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა, რა დროსაც უწყვეტად გრძელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ახალი რეჟიმით გათვალისწინებული წესების შესაბამისად; კ) მთავარი ინტერესების ცენტრი − ადგილი, სადაც მოვალე მუდმივად ახორციელებს საქმიანობას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და რომელსაც ასეთ ადგილად აღიქვამს მესამე პირი; ლ) მოვალე − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი; მ) საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯი − მმართველის/ზედამხედველის მიერ გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს ამ კანონით დადგენილი წესით გზავნილის ფოსტით გაგზავნის, კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის, ექსპერტიზის ჩატარების, საქმის მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის ასლების დამზადების ხარჯებს, აგრეთვე საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯს; ნ) ეკონომიკური ინტერესი − ქონების ღირებულება ან მისი სარგებლიანობა გადახდისუუნარობის მასისთვის; ო) გადახდისუუნარობის მასა − მოვალის ამ კანონის 59-ე მუხლით განსაზღვრული ქონება; პ) გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავა − გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოყოფის ან გადახდისუუნარობის მასიდან თანხის დაკისრების შესახებ დავა, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე არსებული კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდება; ჟ) ლიკვიდური აქტივი − ფული ან სხვა აქტივი, რომელიც შეიძლება რეალიზებულ იქნეს მცირე დროში; რ) გაკოტრების მინიმუმი − ფულის ან სხვა აქტივის მოცულობა, რომელსაც, სავარაუდოდ, კრედიტორი მოვალის გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მიიღებდა; ს) მოვალესთან დაკავშირებული პირი: ს.ა) მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მისი მმართველი, სამეთვალყურეო ორგანოს წევრი; ს.ბ) მოვალის წილის მესაკუთრე პარტნიორი, მონაწილე, წევრი, აქციონერი, მეპაიე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მოვალის წილის არანაკლებ 5 პროცენტს; ს.გ) ამ მუხლის „ს.ა“ ან „ს.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის ნათესავი ან სხვა პირი, რომელსაც ამ მუხლის „ს.ა“ ან „ს.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად ხანგრძლივ დროის მონაკვეთში აქვს საოჯახო მეურნეობა; ს.დ) პირები, რომლებიც მოვალესთან ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ საწარმოში, თუ მათი წილი ჯამურად არანაკლებ 20 პროცენტს შეადგენს ან ისინი სხვაგვარად ერთობლივად აკონტროლებენ ამ საწარმოს; ს.ე) პირი, რომლის წილს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან რომელსაც სხვაგვარად აკონტროლებს მოვალე; ს.ვ) ამხანაგობა, რომელშიც მონაწილეობს მოვალე; ს.ზ) სხვა პირი, რომელსაც მოვალესთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობები, რომლებიც გავლენას ახდენს ამ პირის ან მის მიერ წარმოდგენილი პირის მიერ მოვალის მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე; ტ) ნათესავი − საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირი; უ) წილის არაპირდაპირი ფლობა − წილის ფლობა პირის ნათესავის მიერ ან იმ იურიდიული პირის მიერ, რომლის წილის არანაკლებ 20 პროცენტს ფლობს ან რომელსაც სხვაგვარად აკონტროლებს ეს პირი; ფ) კონტროლი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების ქონა, პირის აღნიშნულ თანამდებობაზე  დანიშვნის პირდაპირი ან არაპირდაპირი უფლება, ხმის უფლების მქონე წილის, აქციების ან პაის საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის მესაკუთრეობა; ქ) მორატორიუმი − ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი ღონისძიება, რომელიც (რომლებიც) მიზნად ისახავს საქმის წარმოების მიმდინარეობისას გადახდისუუნარობის მასის დაცვას და ამ კანონის მიზნის მიღწევის ხელშემშლელი ფაქტორების განეიტრალებას; ღ) შეცილების მოწინააღმდეგე მხარე − პირი, რომელიც ვალდებულია ამ კანონის VIII თავის შესაბამისად მოვალეს დაუბრუნოს ის, რაც მან შეცილებული ქმედების შედეგად მიიღო; ყ) სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე − მოვალე, რომლის საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესს ან/და საზოგადოებრივ ინტერესს და რომელსაც ასეთ მოვალედ მიიჩნევს სასამართლო; შ) პრეფერენციული მოთხოვნები − სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გადასახდელი, 3 თვის ხელფასისა და შვებულების ხარჯების (გარდა მოვალის დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების ხელფასისა და შვებულების ხარჯებისა) ასანაზღაურებელი თანხები, საწარმოო ტრავმის გამო გადასახდელი თანხები (თითოეული კრედიტორისთვის − არაუმეტეს 1 000 ლარის ოდენობით); ჩ) პრეფერენციული საგადასახადო მოთხოვნები − სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე ბოლო 3 წლის შესაბამის საგადასახადო პერიოდზე წარმოშობილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადების თანხები; ც) არაპრივილეგირებული მოთხოვნა − კრედიტორის მოთხოვნა, რომლის არაპრივილეგირებული წესით დაკმაყოფილებაზედაც მოვალე და კრედიტორი წინასწარ შეთანხმდნენ.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სესხის დეფოლტის სამართალწარმოება8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავა შესრულების გარანტიაზე7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დელიქტური კომპენსაცია7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავდაცვა ვალდებულების შეუსრულებლობისას7 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

Vakhtang Baramashvili

Vakhtang Baramashvili

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 31მუხლი 31მუხლი 4მუხლი 59

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 5კრედიტორთა მოთხოვნები

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13²ტერმინთა განმარტება

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 2—

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1312113²2222231459543
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…ფინანსური გირავნობის, …საგადასახადო დავალიანე…მომხმარებლის უფლებების…ფულის გათეთრებისა და ტ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო