ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 23. გათბობისა და გაგრილების სისტემების ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გიორგი საბანაშვილი

1.ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ამოქმედების შემთხვევაში სამინისტრო ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ქსელის ოპერატორებთან თანამშრომლობით: ა) განახორციელებს თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალურ შეფასებას; ბ) გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად განახორციელებს ხარჯეფექტურობის ანალიზს, როგორც გათბობისა და გაგრილებისთვის ეკონომიკურად ყველაზე ეფექტური და უპირატესი შესაძლებლობის განსაზღვრისთვის განსახორციელებელი დეტალური შეფასების ნაწილს.

2.ხარჯეფექტურობის ანალიზი გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგეგმება ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის ახალი კოგენერაციული, ელექტროენერგიისა და თბური ენერგიის მწარმოებელი დანადგარის დამონტაჟება და საჭიროა ამ დანადგარის, როგორც მაღალეფექტური კოგენერაციული დანადგარის, ხარჯეფექტურობის შეფასება; ბ) ხდება ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის არსებული კოგენერაციული დანადგარის არსებითი განახლება და საჭიროა ამ დანადგარის მაღალეფექტურ კოგენერაციულ დანადგარად გადაკეთების ხარჯეფექტურობის შეფასება; გ) იგეგმება 20 მგვტ-ზე მეტი შემავალი ნომინალური თბური სიმძლავრის სამრეწველო მოწყობილობის დამონტაჟება ან არსებითი განახლება, რომლის გამოსაყენებელი ტემპერატურის მქონე ნარჩენი სითბოს ათვისების ეკონომიკურად გამართლებული მოთხოვნის შეფასებისთვის საჭიროა კოგენერაციის ან ამ მოწყობილობის ინდივიდუალური გათბობის სისტემასთან ან/და ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებთან მიერთების ხარჯეფექტურობის შეფასება; დ) იგეგმება ინდივიდუალური გათბობისა და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემების დამონტაჟება ან ხდება არსებულ გათბობის სისტემებში ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის ახალი კოგენერაციული, ენერგიის მწარმოებელი დანადგარის დამონტაჟება ან არსებული დანადგარის არსებითი განახლება და საჭიროა ახლოს არსებული სამრეწველო დანადგარებიდან ნარჩენებით წარმოებული სითბოს გამოყენების ხარჯეფექტურობის შეფასება.

3.თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციის ან/და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების იმგვარი პოტენციალის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის სარგებელი ხარჯს აღემატება, სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს: ა) ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ინფრასტრუქტურის განვითარებას ან/და თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციის განვითარებას; ბ) ნარჩენი სითბოსგან და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების ენერგიის გამოყენებას.

4.ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელების სახელმძღვანელო დებულებები განისაზღვრება გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესით, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ამოქმედების შემთხვევაში სამინისტრო ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ქსელის ოპერატორებთან თანამშრომლობით: ა) განახორციელებს თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალურ შეფასებას; ბ) გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად განახორციელებს ხარჯეფექტურობის ანალიზს, როგორც გათბობისა და გაგრილებისთვის ეკონომიკურად ყველაზე ეფექტური და უპირატესი შესაძლებლობის განსაზღვრისთვის განსახორციელებელი დეტალური შეფასების ნაწილს. 2. ხარჯეფექტურობის ანალიზი გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის შესაბამისად განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგეგმება ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის ახალი კოგენერაციული, ელექტროენერგიისა და თბური ენერგიის მწარმოებელი დანადგარის დამონტაჟება და საჭიროა ამ დანადგარის, როგორც მაღალეფექტური კოგენერაციული დანადგარის, ხარჯეფექტურობის შეფასება; ბ) ხდება ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის არსებული კოგენერაციული დანადგარის არსებითი განახლება და საჭიროა ამ დანადგარის მაღალეფექტურ კოგენერაციულ დანადგარად გადაკეთების ხარჯეფექტურობის შეფასება; გ) იგეგმება 20 მგვტ-ზე მეტი შემავალი ნომინალური თბური სიმძლავრის სამრეწველო მოწყობილობის დამონტაჟება ან არსებითი განახლება, რომლის გამოსაყენებელი ტემპერატურის მქონე ნარჩენი სითბოს ათვისების ეკონომიკურად გამართლებული მოთხოვნის შეფასებისთვის საჭიროა კოგენერაციის ან ამ მოწყობილობის ინდივიდუალური გათბობის სისტემასთან ან/და ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებთან მიერთების ხარჯეფექტურობის შეფასება; დ) იგეგმება ინდივიდუალური გათბობისა და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემების დამონტაჟება ან ხდება არსებულ გათბობის სისტემებში ჯამში 20 მგვტ-ზე მეტი ნომინალური თბური სიმძლავრის ახალი კოგენერაციული, ენერგიის მწარმოებელი დანადგარის დამონტაჟება ან არსებული დანადგარის არსებითი განახლება და საჭიროა ახლოს არსებული სამრეწველო დანადგარებიდან ნარჩენებით წარმოებული სითბოს გამოყენების ხარჯეფექტურობის შეფასება. 3. თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციის ან/და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების იმგვარი პოტენციალის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის სარგებელი ხარჯს აღემატება, სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს: ა) ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ინფრასტრუქტურის განვითარებას ან/და თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მაღალეფექტური კოგენერაციის განვითარებას; ბ) ნარჩენი სითბოსგან და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების ენერგიის გამოყენებას. 4. ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელების სახელმძღვანელო დებულებები განისაზღვრება გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესით, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
878833¹8157835306252223
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…შენობების ენერგოეფექტუ…განახლებადი წყაროებიდა…საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა