1.საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიან სტრატეგიას.
2.შენობების განახლებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს:
ა) შენობების მიმოხილვას;
ბ) შენობის ტიპისა და კლიმატური ზონის, აგრეთვე შენობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მისი განახლების გამომწვევი პოტენციური ფაქტორების გათვალისწინებით შენობის განახლების ხარჯეფექტური მიდგომების დადგენას;
გ) შენობების მნიშვნელოვანი, ხარჯეფექტური განახლების სტიმულირებისთვის პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას, რაც გულისხმობს შენობების ეტაპობრივ, მნიშვნელოვან განახლებას და ხელს უწყობს ხარჯეფექტურ ღონისძიებებს;
დ) პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების მიმოხილვას, რაც გულისხმობს შენობების სექტორში, აგრეთვე ბაზარზე არსებული გამოწვევების მიმოხილვას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას;
ე) პოლიტიკასა და შესაბამის ღონისძიებებს, რომლებიც ყველა საჯარო შენობისთვისაა გამიზნული;
ვ) ისეთი ინიციატივების მიმოხილვას, რომელთა მიზანია „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების ხელშეწყობა, სამშენებლო სექტორსა და ენერგოეფექტურობის სფეროში უნარების გაძლიერება და განათლების წახალისება;
ზ) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგებისა და მეტი სარგებლის მიღების, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, დასაბუთებას/შეფასებას.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია დამტკიცების შემდეგ სამდივნოს უნდა წარედგინოს.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიან სტრატეგიას.2. შენობების განახლებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს:ა) შენობების მიმოხილვას;ბ) შენობის ტიპისა და კლიმატური ზონის, აგრეთვე შენობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მისი განახლების გამომწვევი პოტენციური ფაქტორების გათვალისწინებით შენობის განახლების ხარჯეფექტური მიდგომების დადგენას;გ) შენობების მნიშვნელოვანი, ხარჯეფექტური განახლების სტიმულირებისთვის პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას, რაც გულისხმობს შენობების ეტაპობრივ, მნიშვნელოვან განახლებას და ხელს უწყობს ხარჯეფექტურ ღონისძიებებს;დ) პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების მიმოხილვას, რაც გულისხმობს შენობების სექტორში, აგრეთვე ბაზარზე არსებული გამოწვევების მიმოხილვას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას;ე) პოლიტიკასა და შესაბამის ღონისძიებებს, რომლებიც ყველა საჯარო შენობისთვისაა გამიზნული;ვ) ისეთი ინიციატივების მიმოხილვას, რომელთა მიზანია „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების ხელშეწყობა, სამშენებლო სექტორსა და ენერგოეფექტურობის სფეროში უნარების გაძლიერება და განათლების წახალისება;ზ) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგებისა და მეტი სარგებლის მიღების, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, დასაბუთებას/შეფასებას.3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია დამტკიცების შემდეგ სამდივნოს უნდა წარედგინოს.საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
31 დეკ. 2025 – 1 იან. 2030ტექსტი უცნობია
… – 31 დეკ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსშენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეფექტურობის შესა…განსაკუთრებული მნიშვნე…ენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…თავისუფალი ტურისტული ზ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა