Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 7

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 7. საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:განახლებადი ენერგიაენერგიის წარმოებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityნარჩენების მართვაენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობა და ენერგეტიკული გაერთიანების ერთი ან რამდენიმე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო (ორგანოები) შეიძლება თანამშრომლობდნენ ნებისმიერი სახის ერთობლივი პროექტის განხორციელებისას, რომელიც განახლებადი წყაროებიდან წარმოებულ ელექტროენერგიას, გათბობასა და გაგრილებას შეეხება. ამ თანამშრომლობაში შეიძლება ჩართული იყვნენ კერძო ოპერატორები.

2.საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა შეატყობინოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების პროპორციის ან რაოდენობის შესახებ, რომელიც წარმოებულია საქართველოში (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა) საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ერთობლივი პროექტის ფარგლებში და რომლის ექსპლუატაცია დაიწყო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ან იმ დანადგარის გაზრდილი მოცულობის საფუძველზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განახლდა. ეს შეტყობინება გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის მიერ ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით გამოთვლის განხორციელებისას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული შეტყობინება: ა) უნდა აღწერდეს შემოთავაზებულ დანადგარს ან უნდა ახდენდეს განახლებული დანადგარის იდენტიფიცირებას; ბ) უნდა მიუთითებდეს შესაბამისი დანადგარის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების პროპორციას ან რაოდენობას, რომელიც  გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის მიერ ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის გამოთვლისას; გ) უნდა განსაზღვრავდეს ენერგეტიკული გაერთიანების იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის სასარგებლოდაც მომზადდა ეს შეტყობინება; დ) უნდა განსაზღვრავდეს კალენდარული წლებისგან შემდგარ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც შესაბამისი დანადგარის მიერ განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია, გათბობა ან გაგრილება გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის მიერ ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის გამოთვლისას.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 2030 წელს. ერთობლივი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება გასცდეს 2030 წელს.

5.საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის შესაბამისად მომზადებული შეტყობინება არ შეიძლება შეცვლილ ან გამოთხოვილ იქნეს საქართველოს მთავრობისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (ორგანოების) ერთობლივი შეთანხმების გარეშე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • განახლებადი ენერგიასერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №1

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 8საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტის შედეგები
  • 9საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტი
  • 10საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტის შედეგები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 37ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა
  • 150ინფორმაციის წარდგენა
  • 25ტრანსსასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 12ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები
  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 20კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20228²64² (…81291037150252512247
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…ეროვნული მარეგულირებელ…საქართველოს ადმინისტრა…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026