Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 24

ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 24. მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:განახლებადი ენერგიასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბოლოო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და გადასახადის დარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველების დამონტაჟებისთვის, ოპერირებისა და მათი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან საბოლოო მომხმარებლებს დაუმონტაჟონ ინდივიდუალური მრიცხველები, რომლებიც ენერგიის მოხმარებას რეალურ დროში აღრიცხავს.

2.ხარჯეფექტურობის ანალიზის საფუძველზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების ეკეგ-ით გათვალისწინების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლებმა ან/და ენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ: ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ; ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება; გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა; ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები ადვილად გასაგები ფორმით უნდა იქნეს მიწოდებული; ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის ამ სისტემების წაკითხვისა და მართვის და ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება.

3.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საბოლოო მომხმარებელთან ანგარიშსწორების განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ ისტორიული მონაცემების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს: ა) ჯამური მონაცემები. ეს მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზაში ამ მონაცემების შეტანის ინტერვალებს. ჯამური მონაცემები დგება მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზის სულ მცირე ბოლო 3 წლის მონაცემებით ან ენერგიის მიწოდების დაწყებიდან, თუ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ისტორია 3 წელზე ხანმოკლეა; ბ) დეტალური მონაცემები რეალური დროის მიხედვით, ნებისმიერი დღისთვის, კვირისთვის, თვისა და წლისთვის − აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვის შემთხვევაში. ეს მონაცემები საბოლოო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ინტერნეტის ან მრიცხველის (ინდიკაციის ერთეულის) მეშვეობით, სულ მცირე ბოლო 24 თვისთვის ან აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვიდან, თუ ეს პერიოდი 24 თვეზე მცირეა.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარდგენილი ენერგიის ქვითარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში): ა) ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის მიმდინარე ფასი; ბ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმდინარე პერიოდში მოხმარებული ენერგიის წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებულ ენერგიასთან შედარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის ფასები, უპირატესად − დიაგრამის ფორმატში; გ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ მოხმარებული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის შესახებ; დ) ინფორმაციას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიის/რეესტრის შესახებ. ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს აგრეთვე საბოლოო მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში, ამ ხელშეკრულების ცვლილებაში და საბოლოო მომხმარებლის ინდივიდუალურ პორტალზე.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საბოლოო მომხმარებელს ენერგიის ქვითარი უნდა წარედგინოს მის მიერ ენერგიის ფაქტობრივი მოხმარების საფუძველზე, წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო გადასახადის დარიცხვის შესახებ ინფორმაცია სულ მცირე კვარტალურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის ქვითრის წარდგენის წესი დგინდება მასთან დადებული ხელშეკრულებით, კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების წესების შესაბამისად. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბოლოო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და გადასახადის დარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველების დამონტაჟებისთვის, ოპერირებისა და მათი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან საბოლოო მომხმარებლებს დაუმონტაჟონ ინდივიდუალური მრიცხველები, რომლებიც ენერგიის მოხმარებას რეალურ დროში აღრიცხავს. 2. ხარჯეფექტურობის ანალიზის საფუძველზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების ეკეგ-ით გათვალისწინების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლებმა ან/და ენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ: ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ; ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება; გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა; ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები ადვილად გასაგები ფორმით უნდა იქნეს მიწოდებული; ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის ამ სისტემების წაკითხვისა და მართვის და ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება. 3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საბოლოო მომხმარებელთან ანგარიშსწორების განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ ისტორიული მონაცემების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს: ა) ჯამური მონაცემები. ეს მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზაში ამ მონაცემების შეტანის ინტერვალებს. ჯამური მონაცემები დგება მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზის სულ მცირე ბოლო 3 წლის მონაცემებით ან ენერგიის მიწოდების დაწყებიდან, თუ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ისტორია 3 წელზე ხანმოკლეა; ბ) დეტალური მონაცემები რეალური დროის მიხედვით, ნებისმიერი დღისთვის, კვირისთვის, თვისა და წლისთვის − აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვის შემთხვევაში. ეს მონაცემები საბოლოო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ინტერნეტის ან მრიცხველის (ინდიკაციის ერთეულის) მეშვეობით, სულ მცირე ბოლო 24 თვისთვის ან აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვიდან, თუ ეს პერიოდი 24 თვეზე მცირეა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარდგენილი ენერგიის ქვითარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში): ა) ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის მიმდინარე ფასი; ბ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმდინარე პერიოდში მოხმარებული ენერგიის წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებულ ენერგიასთან შედარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის ფასები, უპირატესად − დიაგრამის ფორმატში; გ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ მოხმარებული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის შესახებ; დ) ინფორმაციას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიის/რეესტრის შესახებ. ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს აგრეთვე საბოლოო მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში, ამ ხელშეკრულების ცვლილებაში და საბოლოო მომხმარებლის ინდივიდუალურ პორტალზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საბოლოო მომხმარებელს ენერგიის ქვითარი უნდა წარედგინოს მის მიერ ენერგიის ფაქტობრივი მოხმარების საფუძველზე, წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო გადასახადის დარიცხვის შესახებ ინფორმაცია სულ მცირე კვარტალურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის ქვითრის წარდგენის წესი დგინდება მასთან დადებული ხელშეკრულებით, კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების წესების შესაბამისად. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2025 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 31 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის შეფასება (გენერატორები, ტრანსფორმატორები)სერვისის გვერდი
  • ჭკვიანი ქსელის განვითარებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2024
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12

მიუთითებენ მასზე

მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 11პლატფორმა (გაზომვისა და დადასტურების სისტემა)

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 7აღრიცხვის კვანძის მოწყობა
  • 10ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
  • 7¹მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 111საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
  • 164ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფა
  • 80გამანაწილებელ ქსელთან მიერთება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 136შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 6აღრიცხვის კვანძის მოწყობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²67107¹1361111648012302531124
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…სასმელი წყლის მიწოდები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026