Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტყის კოდექსიმუხლი 68

საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 68. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზნები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ბუნებრივი რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნით: ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად; ნავთობისა და გაზის რესურსებით ან/და ბუნებრივ რეზერვუარში მოწყობილი გაზის საცავით სარგებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, ელექტროსადგურების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზანი არ მოიცავს ტყითსარგებლობას დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყაროს) მოსაწყობად; ბ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად; გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის) და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად; დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რომელმაც მისი ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა გამოიწვია; ე) ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხე-მცენარეების მოჭრის მიზნით ან სტიქიური უბედურების ან გეოლოგიური პროცესების (ქვათაცვენა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) თავიდან აცილების მიზნით პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურული ელემენტების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქციისთვის, რეაბილიტაციისა და დემონტაჟისთვის) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განსახორციელებლად.

2.განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით  სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ტყის მართვის ორგანო.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით განსახორციელებელ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოსა და დაინტერესებული მხარის მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ტყის მართვის ორგანო.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება განმცხადებელსა და სამინისტროს, ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე ლიცენზიის გამცემს.

5.(ამოღებულია - 15.12.2021, №1098). საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნით: ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად; ნავთობისა და გაზის რესურსებით ან/და ბუნებრივ რეზერვუარში მოწყობილი გაზის საცავით სარგებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, ელექტროსადგურების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზანი არ მოიცავს ტყითსარგებლობას დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყაროს) მოსაწყობად; ბ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად; გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის) და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად; დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რომელმაც მისი ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა გამოიწვია; ე) ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხე-მცენარეების მოჭრის მიზნით ან სტიქიური უბედურების ან გეოლოგიური პროცესების (ქვათაცვენა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) თავიდან აცილების მიზნით პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურული ელემენტების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქციისთვის, რეაბილიტაციისა და დემონტაჟისთვის) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განსახორციელებლად. 2. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით  სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ტყის მართვის ორგანო. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით განსახორციელებელ ადმინისტრაციულ წარმოებაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოსა და დაინტერესებული მხარის მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ტყის მართვის ორგანო. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება განმცხადებელსა და სამინისტროს, ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე ლიცენზიის გამცემს. 5. (ამოღებულია - 15.12.2021, №1098). საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 24 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24 დეკ. 2021

    68-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულია: მე-4 ნაწილის აქტის საფუძველზე ტყის მართვის ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ნორმა აღარ მოქმედებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 67შემდეგი მუხლი 69

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტყით სარგებლობის ლიცენზიასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 24 დეკ. 2021
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13მუხლი 26მუხლი 30მუხლი 37მუხლი 69

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 29ტყის სპეციალური გამოკვლევა
  • 69განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი
  • 37ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები

წყლის შესახებ

  • 53სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ

  • 2კანონის მიზანი

წიაღის შესახებ

  • 6წიაღით სარგებლობა
  • 38წიაღით რაციონალურად სარგებლობისა და მისი დაცვის ძირითადი მოთხოვნები
  • 22წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვის ამოცანები

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

  • 15ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 3კანონის მიზანი

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 17არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის მიწების გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2316382253376913263029151768
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…წყლის შესახებაუცილებელი საზოგადოებრ…წიაღის შესახებქარსაფარი (მინდორდაცვი…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026