1.ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითმოსარგებლისთვის მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია:
ა) ისარგებლოს ტყით, თავისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე;
ბ) მოითხოვოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვა;
გ) ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით მოაწყოს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების განსახორციელებლად საჭირო სამეურნეო და სხვა სპეციალური დანიშნულების დროებითი ნაგებობები და მუდმივი შენობა-ნაგებობები;
დ) ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების განსახორციელებლად ისარგებლოს სატყეო გზებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით;
ე) მონაწილეობა მიიღოს ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში, აგრეთვე ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
ვ) ფლობდეს მხოლოდ პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებით მოპოვებულ ტყის რესურსებს, ისარგებლოს ამ რესურსებით და განკარგოს ისინი.
2.ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითმოსარგებლისთვის მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე ვალდებულია:
ა) გაეცნოს ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების წესებს და დაიცვას ისინი;
ბ) განახორციელოს მხოლოდ ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობა მასში მითითებულ ადგილებზე, ვადებში და მითითებული მოცულობით;
გ) სამუშაოები შეასრულოს ისეთი ფორმით, მეთოდითა და საშუალებით, რომლებიც არ გამოიწვევს ტყის ნიადაგის ეროზიას, აგრეთვე შეზღუდავს ან გამორიცხავს გარემოზე, ტყის მდგომარეობასა და მის აღდგენაზე ტყით სპეციალური სარგებლობის უარყოფით გავლენას;
დ) დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, ხოლო ხანძრის საფრთხის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მისი ლიკვიდაციის ღონისძიებები და ხანძრის საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს;
ე) დაიცვას ტყით სპეციალური სარგებლობის უსაფრთხოების წესები;
ვ) დაიცვას ტყის სანიტარიული დაცვის წესები;
ზ) შესაბამის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს ან/და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობოს უკანონოდ განხორციელებული ტყით სპეციალური სარგებლობის ფაქტების შესახებ;
თ) სრულად შეასრულოს ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული სამუშაოები.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითმოსარგებლისთვის მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია:ა) ისარგებლოს ტყით, თავისი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე;ბ) მოითხოვოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვა;გ) ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით მოაწყოს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების განსახორციელებლად საჭირო სამეურნეო და სხვა სპეციალური დანიშნულების დროებითი ნაგებობები და მუდმივი შენობა-ნაგებობები;დ) ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების განსახორციელებლად ისარგებლოს სატყეო გზებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით;ე) მონაწილეობა მიიღოს ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში, აგრეთვე ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების დაგეგმვასა და განხორციელებაში;ვ) ფლობდეს მხოლოდ პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განხორციელებით მოპოვებულ ტყის რესურსებს, ისარგებლოს ამ რესურსებით და განკარგოს ისინი.2. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითმოსარგებლისთვის მინიჭებული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ტყითმოსარგებლე ვალდებულია:ა) გაეცნოს ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების წესებს და დაიცვას ისინი;ბ) განახორციელოს მხოლოდ ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობა მასში მითითებულ ადგილებზე, ვადებში და მითითებული მოცულობით;გ) სამუშაოები შეასრულოს ისეთი ფორმით, მეთოდითა და საშუალებით, რომლებიც არ გამოიწვევს ტყის ნიადაგის ეროზიას, აგრეთვე შეზღუდავს ან გამორიცხავს გარემოზე, ტყის მდგომარეობასა და მის აღდგენაზე ტყით სპეციალური სარგებლობის უარყოფით გავლენას;დ) დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, ხოლო ხანძრის საფრთხის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მისი ლიკვიდაციის ღონისძიებები და ხანძრის საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს;ე) დაიცვას ტყით სპეციალური სარგებლობის უსაფრთხოების წესები;ვ) დაიცვას ტყის სანიტარიული დაცვის წესები;ზ) შესაბამის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს ან/და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობოს უკანონოდ განხორციელებული ტყით სპეციალური სარგებლობის ფაქტების შესახებ;თ) სრულად შეასრულოს ტყითსარგებლობის დოკუმენტით განსაზღვრული სამუშაოები.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 მაი. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.