საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 38. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკრძალულია ტყით სპეციალური სარგებლობა შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

2.ფიზიკური პირი საშეშე მერქანზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ორგანოს მიერ გაცემული ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე, ამ კოდექსის 93-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

3.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას დასაშვებია საქართველოს ტყით (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) განსაკუთრებული დანიშნულებით სარგებლობა ტყითსარგებლობის დოკუმენტის გარეშე. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ტყის მართვის ორგანოს გონივრულ ვადაში შეატყობინოს სათანადო საქმიანობის დაწყების შესახებ და შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართოს მას საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში.

4.დაინტერესებული პირი ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“−„ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ტყით სპეციალური სარგებლობის სახეებს ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იდება შესაბამისი აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად. ამ ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ეხება ტყის მართვის ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამეურნეო ჭრის განხორციელებას.

5.ამ კოდექსის შესაბამისად ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3032566657561013793694038
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…საქართველოს ადმინისტრა…სატყეო მეურნეობის მართ…ბუნებრივი რესურსებით ს…მტირალას ეროვნული პარკ…მაჭახელას ეროვნული პარ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა