სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 21. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს: ა) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღებიდან 5 წლის ვადაში ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საქმიანობის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობა; გ) საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დეპარტამენტის მიერ საქმიანობის განმახორციელებლისთვის განსაზღვრულ ვადაში საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოუფხვრელობა.

2.სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა არ გააუქმოს მანამ, სანამ საქმიანობის განმახორციელებელი სრულად არ შეასრულებს საქმიანობის განხორციელების  ადგილის აღდგენის/რემედიაციის ამ კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს.

3.სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.

4.სააგენტო დაუყოვნებლივ ატყობინებს საქმიანობის განმახორციელებელს, ასევე შესაბამის დაინტერესებულ ორგანოებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების პროცედურის დაწყებისა და მისი მიზეზების შესახებ.

5.საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების პროცედურის დაწყების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება  შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს.

6.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედებას არ აჩერებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს: ა) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღებიდან 5 წლის ვადაში ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის დაუწყებლობა; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საქმიანობის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობა; გ) საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დეპარტამენტის მიერ საქმიანობის განმახორციელებლისთვის განსაზღვრულ ვადაში საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოუფხვრელობა. 2. სააგენტო უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა არ გააუქმოს მანამ, სანამ საქმიანობის განმახორციელებელი სრულად არ შეასრულებს საქმიანობის განხორციელების  ადგილის აღდგენის/რემედიაციის ამ კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს. 3. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. 4. სააგენტო დაუყოვნებლივ ატყობინებს საქმიანობის განმახორციელებელს, ასევე შესაბამის დაინტერესებულ ორგანოებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების პროცედურის დაწყებისა და მისი მიზეზების შესახებ. 5. საქმიანობის განმახორციელებელს უფლება აქვს, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების პროცედურის დაწყების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება  შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს. 6. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედებას არ აჩერებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 4 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁹61306³83435¹2425465011191726421
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…ლიცენზიებისა და ნებართ…სამრეწველო ემისიების შ…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა