Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააკვაკულტურის შესახებმუხლი 26

აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 26. ექსტენსიური აკვაკულტურის მიზანი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹89

1.საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში (მათ შორის, მდინარეთა მონაკვეთებზე) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე.

2.ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე (თევზის მეურნეობის კოოპერატივზე). გამონაკლის შემთხვევაში, სოციალური, ეკონომიკური ან სხვა საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის თანხმობით ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა შეიძლება გაიცეს სხვა იურიდიულ პირზე.

3.ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრულ წყალსატევში ან წყალსატევის უბანზე თევზჭერა (მათ შორის, სამოყვარულო, რეკრეაციული და სპორტული თევზჭერა), წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის თანხმობით.

4.ტბაზე, წყალსაცავზე, ტბის ტიპის სხვა წყალსატევზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა, ხოლო მდინარეზე − რამდენიმე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე.

5.წყალსატევზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის არსებობისას ამ წყალსატევზე სხვა აკვაკულტურის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსების შემთხვევაში.

6.მდინარის მონაკვეთზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი.

7.ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, უნდა წარადგინოს: ა) თევზის მეურნეობის კოოპერატივის წევრების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, საქმიანობა); ბ) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ ინფორმაცია (წყალსატევისა და მუნიციპალიტეტის დასახელებები და გეოგრაფიული კოორდინატები); გ) თევზის მეურნეობის კოოპერატივის წევრთა საკუთრებაში არსებული თევზსაჭერი ბადე-იარაღების, მცურავი საშუალების, ნავმისადგომისა და დამხმარე ნაგებობის შესახებ ინფორმაცია; დ) თევზის მეურნეობის კოოპერატივის მიერ შემოთავაზებული სანებართვო პირობები; ე) საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

7¹.თუ ექსტენსიური ნებართვის მაძიებლის განაცხადით გათვალისწინებულია წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა, წარდგენილი უნდა იქნეს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და იმავე მუხლის შესაბამისად უნდა შეფასდეს აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედება.

8.ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: ა) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობა დადგენილი წესით შეთანხმებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის საფუძველზე განახორციელოს; ბ) დაიცვას თევზჭერის ვადები და წესები; გ) დაიცვას თევზჭერის კვოტები; დ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა, მათი მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, მათი აღწარმოების პროგრამების განხორციელება; ე) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე თევზის მეურნეობის კოოპერატივში თევზის რესურსით სარგებლობის, მისი აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება; ვ) შესაბამის სამსახურებს დაუყოვნებლივ აცნობოს თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის დაავადების, მისი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის ან/და დაღუპვის შესახებ; ზ) განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები; თ) განახორციელოს წყალსატევის დათევზიანება; ი) იზრუნოს წყალსატევში არსებული წყლის ხარისხის შენარჩუნებაზე, არ დაუშვას თევზის სამელიორაციო სისტემაში ან/და სხვა სისტემაში მოხვედრა; კ) ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის წლისთვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის გადაცემული მარაგის არსებობა; ლ) დაიცვას წყალსატევი, გამოავლინოს სამართალდარღვევის ფაქტი და ამის შესახებ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოებს; მ) შეასრულოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

9.ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს  მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. თავი IX. შეზღუდვები აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს შიდა წყლებში − წყალსატევებში (მათ შორის, მდინარეთა მონაკვეთებზე) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე. 2. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე (თევზის მეურნეობის კოოპერატივზე). გამონაკლის შემთხვევაში, სოციალური, ეკონომიკური ან სხვა საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის თანხმობით ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა შეიძლება გაიცეს სხვა იურიდიულ პირზე. 3. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრულ წყალსატევში ან წყალსატევის უბანზე თევზჭერა (მათ შორის, სამოყვარულო, რეკრეაციული და სპორტული თევზჭერა), წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის თანხმობით. 4. ტბაზე, წყალსაცავზე, ტბის ტიპის სხვა წყალსატევზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა, ხოლო მდინარეზე − რამდენიმე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე. 5. წყალსატევზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის არსებობისას ამ წყალსატევზე სხვა აკვაკულტურის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსების შემთხვევაში. 6. მდინარის მონაკვეთზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი. 7. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, უნდა წარადგინოს: ა) თევზის მეურნეობის კოოპერატივის წევრების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, მისამართი, საქმიანობა); ბ) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ ინფორმაცია (წყალსატევისა და მუნიციპალიტეტის დასახელებები და გეოგრაფიული კოორდინატები); გ) თევზის მეურნეობის კოოპერატივის წევრთა საკუთრებაში არსებული თევზსაჭერი ბადე-იარაღების, მცურავი საშუალების, ნავმისადგომისა და დამხმარე ნაგებობის შესახებ ინფორმაცია; დ) თევზის მეურნეობის კოოპერატივის მიერ შემოთავაზებული სანებართვო პირობები; ე) საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. 7 1 . თუ ექსტენსიური ნებართვის მაძიებლის განაცხადით გათვალისწინებულია წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა, წარდგენილი უნდა იქნეს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და იმავე მუხლის შესაბამისად უნდა შეფასდეს აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედება. 8. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: ა) ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობა დადგენილი წესით შეთანხმებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის საფუძველზე განახორციელოს; ბ) დაიცვას თევზჭერის ვადები და წესები; გ) დაიცვას თევზჭერის კვოტები; დ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვა, მათი მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, მათი აღწარმოების პროგრამების განხორციელება; ე) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე თევზის მეურნეობის კოოპერატივში თევზის რესურსით სარგებლობის, მისი აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება; ვ) შესაბამის სამსახურებს დაუყოვნებლივ აცნობოს თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის დაავადების, მისი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის ან/და დაღუპვის შესახებ; ზ) განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები; თ) განახორციელოს წყალსატევის დათევზიანება; ი) იზრუნოს წყალსატევში არსებული წყლის ხარისხის შენარჩუნებაზე, არ დაუშვას თევზის სამელიორაციო სისტემაში ან/და სხვა სისტემაში მოხვედრა; კ) ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის წლისთვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის გადაცემული მარაგის არსებობა; ლ) დაიცვას წყალსატევი, გამოავლინოს სამართალდარღვევის ფაქტი და ამის შესახებ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოებს; მ) შეასრულოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 9. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს  მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. თავი IX. შეზღუდვები აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 ივლ. 2025
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თევზაობის უფლებები და ნებართვებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №6

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-04
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 25მუხლი 21მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აკვაკულტურის შესახებ

  • 34აკვაკულტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
  • 7აკვაკულტურის ნებართვა
  • 12აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 86²აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების წესების დარღვევა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 17სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები
  • 15საერთო წყალსარგებლობა

წყლის შესახებ

  • 53სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები
  • 40წყალმოსარგებლის უფლების შეზღუდვა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 44—

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 10საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელების წესები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 24ნებართვის სახეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰252486²53404410212534712171526
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…აკვაკულტურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს „წითელი ნუ…წყლის რესურსების მართვ…წყლის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025