Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 40

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 40. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:სატრანსპორტო საშუალებების შეფასებაბრენდის და გუდვილის შეფასებაბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიებიტრანსფერული ფასწარმოქმნასატყეო საქმეაქტივების რეესტრის მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით ან იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა.

2.ამ მუხლის მიზნისთვის იმავე ან თითქმის იმავე დროს ექსპორტირებული ნიშნავს, რომ მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის განსხვავება 30 დღეს არ აღემატება (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).

3.საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის მსგავს საქონლად მიიჩნევა საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი, ამასთანავე, მსგავს საქონელსა და შესაფასებელ საქონელს აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც მსგავს საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები, რომლებსაც შესაფასებელი საქონელი ასრულებს, და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.

4.მსგავს საქონლად არ მიიჩნევა ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები საქართველოშია დამზადებული.

5.ამ მუხლის გამოყენებისას სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი გაითვალისწინება, თუ არ მოიპოვება მონაცემები იმავე პირის (მწარმოებლის) მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასის შესახებ.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ შემოტანილი მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, რომლებზედაც გაიყიდა შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება სასაქონლო პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, შემოტანილი მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, თუ აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც ადასტურებს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება საქონლის საბაჟო ღირებულებას.

7.საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და შემოტანილი მსგავსი საქონლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება.

8.ამ მუხლის მიზნისთვის შემოტანილი მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, განისაზღვრება მხოლოდ გარიგების ფასის მეთოდით.

9.თუ გამოვლინდა შემოტანილი მსგავსი საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენება უმცირესი ფასი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით ან იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა. 2. ამ მუხლის მიზნისთვის იმავე ან თითქმის იმავე დროს ექსპორტირებული ნიშნავს, რომ მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის განსხვავება 30 დღეს არ აღემატება (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). 3. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის მსგავს საქონლად მიიჩნევა საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი, ამასთანავე, მსგავს საქონელსა და შესაფასებელ საქონელს აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც მსგავს საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები, რომლებსაც შესაფასებელი საქონელი ასრულებს, და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი. 4. მსგავს საქონლად არ მიიჩნევა ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები საქართველოშია დამზადებული. 5. ამ მუხლის გამოყენებისას სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი გაითვალისწინება, თუ არ მოიპოვება მონაცემები იმავე პირის (მწარმოებლის) მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასის შესახებ. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია: ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ შემოტანილი მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, რომლებზედაც გაიყიდა შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება სასაქონლო პარტიის მოცულობა და ფასი); ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, შემოტანილი მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, თუ აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც ადასტურებს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება საქონლის საბაჟო ღირებულებას. 7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და შემოტანილი მსგავსი საქონლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება. 8. ამ მუხლის მიზნისთვის შემოტანილი მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, განისაზღვრება მხოლოდ გარიგების ფასის მეთოდით. 9. თუ გამოვლინდა შემოტანილი მსგავსი საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენება უმცირესი ფასი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 41

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გუდვილის ღირებულების განსაზღვრა M&A ტრანზაქციებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბალანსო და საბაზრო ღირებულების შეჯერება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მსუბუქი ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასებასერვისის გვერდი
  • საბაჟო შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 44

მიუთითებენ მასზე

მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 39იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი
  • 41საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი
  • 38გარიგების ფასის მეთოდი

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 11საექსპორტო ფასი
  • 12ფასების სამართლიანი შედარება
  • 7დემპინგის დადგენა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 18საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები
  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 29 (დანართი 1)შემთხვევები, როდესაც პირების ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს მათ შორის გარიგების შედეგებზე

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 47შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 5გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
518164¹29 (დ…1² (დ…41443938111274740
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საჯარო შესყიდვების შეს…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026