ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 12. ფასების სამართლიანი შედარება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გიორგი საბანაშვილი

1.საექსპორტო   ფასსა   და   ნორმალურ   ღირებულებას   შორის შედარება მიუკერძოებლად ხორციელდება. ასეთი შედარება ხორციელდება სავაჭრო ოპერაციის ერთსა და იმავე სტადიაზე, ჩვეულებრივ, წარმოებიდან გატანისას, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში − შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. თითოეულ შემთხვევაში სათანადო ყურადღება ექცევა იმ განსხვავებებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს ფასების შედარებაზე, აგრეთვე გაყიდვის პირობებისა და ვადების, დაბეგვრის, სავაჭრო ოპერაციის სტადიის, რაოდენობის, ფიზიკური მახასიათებლების განსხვავებებსა და ნებისმიერ სხვა განსხვავებას, რომლებიც ასევე ზემოქმედებას ახდენს ფასების შედარებაზე. აღნიშნულ შემთხვევებში გაითვალისწინება როგორც ხარჯები (მოსაკრებლებისა და გადასახადების ჩათვლით, რომლებიც გადახდილ იქნა იმპორტსა და ხელმეორედ გაყიდვას შორის პერიოდში), ისე მოგება.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფასების შედარებაზე გარკვეული ზემოქმედება მოხდა, შესწავლის ორგანო ნორმალურ ღირებულებას სავაჭრო ოპერაციის იმ სტადიაზე განსაზღვრავს, რომელიც შეესაბამება სტადიას, რომელზედაც აგებულია საექსპორტო ფასი, ან ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სათანადო შესწორებებს. შესწავლის ორგანო დაინტერესებულ მხარეებს მიუთითებს, რა სახის ინფორმაციაა აუცილებელი ფასების შედარების მიუკერძოებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32418164¹12840383913811644712
მნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საჯარო შესყიდვების შეს…“რკინიგზით ტვირთის გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა