დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 25. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის მიზანია იმ ღონისძიებათა ეფექტიანად და რეალისტურად დაგეგმვა, რომლებიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლის შრომის ბაზარზე გააქტიურებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებას.

2.კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის საწყის ეტაპად მიიჩნევა სამუშაოს მაძიებლის მიერ უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების სფეროში მიღებული კვალიფიკაცია.

3.კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის თითოეული ეტაპისთვის დრო ისეა განსაზღვრული, რომ სამუშაოს მაძიებელს დასაქმების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდეს.

4.სამუშაოს მაძიებელი კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის გაცნობით იღებს ინფორმაციას ამ გეგმის შესაბამისი ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო ყველა რესურსისა და წინაპირობის შესახებ.

5.კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) სამუშაოს მაძიებლის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მისი რეგისტრაციისას იქნა მითითებული; ბ) სამუშაოს მაძიებლის პროფესიული და სამუშაო უნარების აღწერას, ინფორმაციას მისი დასაქმების ხელშემწყობი სხვა უნარებისა და დასაქმების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ; გ) სამუშაოს მაძიებლისთვის შესათავაზებელი დასაქმების სფეროების მიმოხილვას, პროფესიების აღწერას, ინფორმაციას მისთვის სასურველი სამუშაო პირობების შესახებ; დ) სამუშაოს მაძიებლის სააგენტოსთან კავშირისთვის საჭირო საკომუნიკაციო საშუალებას; ე) კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის სახელს, გვარსა და თანამდებობას.

6.კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს სულ მცირე ერთ-ერთი შემდეგი ღონისძიება: ა) დამსაქმებელთან დაკავშირება; ბ) შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება; გ) მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი; დ) სტაჟირება; ე) საზღვარგარეთ დასაქმების მომსახურება; ვ) დამოუკიდებელი საქმიანობის (ბიზნესის) დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა.

7.სააგენტოს წარმომადგენელმა კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენისა და შეთანხმების მიზნით სამუშაოს მაძიებელს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს.

8.სააგენტომ პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის შემდეგ, გონივრულად მოკლე ვადაში, მისი მონაწილეობით უნდა შეადგინოს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა.

9.სამუშაოს მაძიებელმა უნდა დაადასტუროს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. ახალი, ობიექტური გარემოების წარმოშობისას შესაძლებელია აღნიშნულ გეგმაში ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება სამუშაოს მაძიებელმა უნდა დაადასტუროს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის მიზანია იმ ღონისძიებათა ეფექტიანად და რეალისტურად დაგეგმვა, რომლებიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლის შრომის ბაზარზე გააქტიურებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებას. 2. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის საწყის ეტაპად მიიჩნევა სამუშაოს მაძიებლის მიერ უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების სფეროში მიღებული კვალიფიკაცია. 3. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის თითოეული ეტაპისთვის დრო ისეა განსაზღვრული, რომ სამუშაოს მაძიებელს დასაქმების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდეს. 4. სამუშაოს მაძიებელი კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის გაცნობით იღებს ინფორმაციას ამ გეგმის შესაბამისი ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო ყველა რესურსისა და წინაპირობის შესახებ. 5. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) სამუშაოს მაძიებლის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მისი რეგისტრაციისას იქნა მითითებული; ბ) სამუშაოს მაძიებლის პროფესიული და სამუშაო უნარების აღწერას, ინფორმაციას მისი დასაქმების ხელშემწყობი სხვა უნარებისა და დასაქმების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ; გ) სამუშაოს მაძიებლისთვის შესათავაზებელი დასაქმების სფეროების მიმოხილვას, პროფესიების აღწერას, ინფორმაციას მისთვის სასურველი სამუშაო პირობების შესახებ; დ) სამუშაოს მაძიებლის სააგენტოსთან კავშირისთვის საჭირო საკომუნიკაციო საშუალებას; ე) კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის სახელს, გვარსა და თანამდებობას. 6. კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს სულ მცირე ერთ-ერთი შემდეგი ღონისძიება: ა) დამსაქმებელთან დაკავშირება; ბ) შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება; გ) მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი; დ) სტაჟირება; ე) საზღვარგარეთ დასაქმების მომსახურება; ვ) დამოუკიდებელი საქმიანობის (ბიზნესის) დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა. 7. სააგენტოს წარმომადგენელმა კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენისა და შეთანხმების მიზნით სამუშაოს მაძიებელს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს. 8. სააგენტომ პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის შემდეგ, გონივრულად მოკლე ვადაში, მისი მონაწილეობით უნდა შეადგინოს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. 9. სამუშაოს მაძიებელმა უნდა დაადასტუროს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. ახალი, ობიექტური გარემოების წარმოშობისას შესაძლებელია აღნიშნულ გეგმაში ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება სამუშაოს მაძიებელმა უნდა დაადასტუროს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁷1 (და…3 (და…546232622818233825
მნიშვნელობით ახლოსდასაქმების ხელშეწყობის…პროფესიული განათლების …ზოგადი განათლების შესა…საჯარო სამსახურის შესა…სოციალური მუშაობის შეს…ეროვნული საკვალიფიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა