საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 75. ლიკვიდაციის პროცესის წარმოება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაუშვებელია საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ერთეულების განთავსება ან გამოსყიდვა. იგივე წესი მოქმედებს საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდისთვის ამ კანონის მე-80 მუხლის „გ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას ერთეულების გამოსყიდვა ხდება მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

2.ლიკვიდატორი უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის გეგმისა და სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისთვის, აქტივების განკარგვისა და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. ლიკვიდატორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია გაითვალისწინოს საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების ინტერესები.

3.ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტების დებულებები, ამ თავის თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციაზე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაუშვებელია საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ერთეულების განთავსება ან გამოსყიდვა. იგივე წესი მოქმედებს საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდისთვის ამ კანონის მე-80 მუხლის „გ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას ერთეულების გამოსყიდვა ხდება მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის გეგმისა და სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისთვის, აქტივების განკარგვისა და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. ლიკვიდატორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია გაითვალისწინოს საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების ინტერესები. 3. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტების დებულებები, ამ თავის თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁴3731²10¹15031807372779083811475
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს სისხლის სა…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა