საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას: ა) ამოიწურა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად; ბ) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს წარუდგინა თხოვნა საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმების შესახებ; გ) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა საზედამხედველო ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე; დ) საინვესტიციო ფონდი აღარ აკმაყოფილებს ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს; ე) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები); ვ) ავტორიზაციის მიღებიდან, რეგისტრაციიდან ან აღიარებიდან 12 თვის განმავლობაში საინვესტიციო ფონდი არ ახორციელებს საქმიანობას ან მან საქმიანობა შეწყვიტა 6 თვეზე მეტი ვადით; ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ დანიშნული არ იქნა სათანადო შემცვლელი ამ კანონის შესაბამისად; თ) საინვესტიციო ფონდი გადახდისუუნარო გახდა; ი) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; კ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
მუხლი 80. საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი
იურისტი
კონსულტაცია: ₾300

