Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 72

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 72. საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:აქტივების რეესტრის მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის საფუძველია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციის საფუძველია აგრეთვე ამ ქვეფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვა, თუ, სადამფუძნებლო დოკუმენტის თანახმად, ქვეფონდის საქმიანობის ვადა ქოლგისებრი ფონდის საქმიანობის ვადაზე ნაკლებია.

2.ამ კანონის მე-80 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორია აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანიის მიერ დანიშნული პირი იმ საინვესტიციო კომპანიისთვის, რომელსაც არ დაუნიშნავს აქტივების მმართველი კომპანია, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა.

3.საინვესტიციო ფონდისთვის ამ კანონის მე-80 მუხლის „გ“−„ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორს ნიშნავს საზედამხედველო ორგანო.

4.თუ აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანია ამ კანონის 73-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ლიკვიდაციის გეგმას ან საზედამხედველო ორგანო უარს იტყვის მის დამტკიცებაზე, საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორს დანიშნავს საზედამხედველო ორგანო.

5.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია თავად დანიშნოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორი, თუ ლიკვიდაციის პროცესში დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და საზედამხედველო ორგანოს მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმის პირობები.

6.საზედამხედველო ორგანოს მიერ ლიკვიდატორის დანიშვნის შემთხვევაში საინვესტიციო ფონდთან მიმართებით აქტივების მმართველი კომპანიისა და საინვესტიციო ფონდის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება გადაეცემა ლიკვიდატორს. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე.

7.ამ თავის შესაბამისად ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის მიმართ მიმდინარე აღსრულების ყველა ღონისძიება.

8.საინვესტიციო ფონდზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად სამართლებრივი აქტით დაადგინოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები.

9.ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საინვესტიციო ფონდზე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

10.საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანო სარეგისტრაციოდ იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

11.ამ თავით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციაზე. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის საფუძველია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციის საფუძველია აგრეთვე ამ ქვეფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვა, თუ, სადამფუძნებლო დოკუმენტის თანახმად, ქვეფონდის საქმიანობის ვადა ქოლგისებრი ფონდის საქმიანობის ვადაზე ნაკლებია. 2. ამ კანონის მე-80 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორია აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანიის მიერ დანიშნული პირი იმ საინვესტიციო კომპანიისთვის, რომელსაც არ დაუნიშნავს აქტივების მმართველი კომპანია, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა. 3. საინვესტიციო ფონდისთვის ამ კანონის მე-80 მუხლის „გ“−„ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორს ნიშნავს საზედამხედველო ორგანო. 4. თუ აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანია ამ კანონის 73-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ლიკვიდაციის გეგმას ან საზედამხედველო ორგანო უარს იტყვის მის დამტკიცებაზე, საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორს დანიშნავს საზედამხედველო ორგანო. 5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია თავად დანიშნოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორი, თუ ლიკვიდაციის პროცესში დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და საზედამხედველო ორგანოს მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმის პირობები. 6. საზედამხედველო ორგანოს მიერ ლიკვიდატორის დანიშვნის შემთხვევაში საინვესტიციო ფონდთან მიმართებით აქტივების მმართველი კომპანიისა და საინვესტიციო ფონდის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება გადაეცემა ლიკვიდატორს. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე. 7. ამ თავის შესაბამისად ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის მიმართ მიმდინარე აღსრულების ყველა ღონისძიება. 8. საინვესტიციო ფონდზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად სამართლებრივი აქტით დაადგინოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები. 9. ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საინვესტიციო ფონდზე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 10. საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანო სარეგისტრაციოდ იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. 11. ამ თავით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციაზე. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023

    72-ე მუხლში გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურების წყარო ახლა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 71შემდეგი მუხლი 73

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლიკვიდაციის და ჩამოწერის მიზნით აქტივების იდენტიფიკაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 დეკ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14მუხლი 73მუხლი 80

მიუთითებენ მასზე

მუხლი 73

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 73ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცება
  • 80საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება
  • 75ლიკვიდაციის პროცესის წარმოება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49²საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი)

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 37საფონდო ბირჟის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
  • 31¹საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 4საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა
  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი
  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

მეწარმეთა შესახებ

  • 90ლიკვიდაციის პროცესის განახლება დარჩენილი ქონების აღმოჩენის ან დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელების აუცილებლობის გამო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3731¹10¹49²52⁴456738014759072
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს სამოქალაქო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026