1.აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.
2.საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები.
3.მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
4.სასმელი წყლის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
5.აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს (შეძლებისდაგვარად ახლოს მომხმარებელთან) ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე მიმწოდებელს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.
5¹.წესებით განსაზღვრული, მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის (ჭკვიანი მრიცხველის) მოწყობის ვალდებულება 2024 წლის 1 ივლისიდან ვრცელდება ქალაქ თბილისში, რუსთავსა და ბათუმში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2027 წლის 1 ივლისიდან ჭკვიანი მრიცხველი ასევე უნდა მოეწყოს ყველა თვითმმართველ ქალაქში, ხოლო 2028 წლის 1 ივლისიდან – ყველა სხვა მუნიციპალიტეტში:
ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას, ასევე ჭკვიანი მრიცხველებით გამრიცხველიანებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ობიექტის გაყოფის შემთხვევაში;
ბ) მომხმარებლის მიერ შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.
6.სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
7.თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის წყალგაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და წყალგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.
8.მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიმწოდებელის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ამასთან:
ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შორის, დანადგარებისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით;
ბ) საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;
გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე).
9.თუ აბონენტს სასმელი წყალი მიეწოდება მის მფლობელობაში არსებული დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოებით, წყალმზომი უნდა დამონტაჟდეს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვით იმ შემწოვ მილზე, რომელზედაც დამონტაჟებულია ტუმბო.
10.გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოუწყოს აღრიცხვის კვანძი შემდეგი წესით:
ა) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი არ აღემატება 15 მმ-ს, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, 30 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით მოუწყოს აღრიცხვის კვანძი; ამასთან, თუ აღრიცხვიანობის სიზუსტის, ან ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროა ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობა, წყალმომარაგების ლიცენზიატი ასევე ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მათი მოწყობა;
ბ) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი აღემატება 15 მმ-ს ან, თუ მომხმარებელი ითხოვს დამატებითი აღრიცხვის კვანძის მოწყობას, რომელიც არ გამომდინარეობს აღრიცხვიანობის სიზუსტის ან ტექნიკური აუცილებლობიდან, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ წესების დანართით №4 გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს დანართით №4 განსაზღვრული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური.
10¹.თუ აბონენტად რეგისტრაციის მსურველი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია მომხმარებლის კუთვნილი ქონების, მათ შორის შიდა ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობაზე უარის დაფიქსირების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებელთან შესაბამისი აქტის შედგენის შემდეგ, სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მოახდინოს სულადობის მიხედვით. ეს წესი არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევებზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ახალი მომხმარებლის მიერთებას, ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უძრავ ქონებაზე.
11.წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ამ მუხლში მოცემული ვალდებულებების შესრულება. იგი პასუხისმგებელია შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და ამ სამუშაოების სათანადოდ შესრულებაზე. დაუშვებელია მომხმარებელს დაეკისროს ამ პუნქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისთვის, აღრიცხვის კვანძის მოწყობის ან/და სასმელის წყლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისათვის რაიმე თანხის გადახდა, საშუალების შეძენა ან/და რაიმე სახის სამუშაოების შესრულება;
ბ) სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს მომხმარებელს სამუშაოების დაწყების თარიღის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე შესვლასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, მომხმარებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება;
გ) მომხმარებელთან აღრიცხვის კვანძი მოაწყოს და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოები შეასრულოს ისე, რომ არ გამოიწვიოს მომხმარებლის წყალმომარაგების შიდა ქსელის გადაკეთება, ამ მომხმარებელთან წერილობითი ფორმით წინასწარ შეთანხმების გარეშე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 12.02.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 20.11.2023 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 25 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 27.06.2025 წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.2. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.4. სასმელი წყლის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს (შეძლებისდაგვარად ახლოს მომხმარებელთან) ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე მიმწოდებელს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.5 1 . წესებით განსაზღვრული, მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის (ჭკვიანი მრიცხველის) მოწყობის ვალდებულება 2024 წლის 1 ივლისიდან ვრცელდება ქალაქ თბილისში, რუსთავსა და ბათუმში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2027 წლის 1 ივლისიდან ჭკვიანი მრიცხველი ასევე უნდა მოეწყოს ყველა თვითმმართველ ქალაქში, ხოლო 2028 წლის 1 ივლისიდან – ყველა სხვა მუნიციპალიტეტში:ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას, ასევე ჭკვიანი მრიცხველებით გამრიცხველიანებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ობიექტის გაყოფის შემთხვევაში;ბ) მომხმარებლის მიერ შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.6. სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.7. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის წყალგაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და წყალგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.8. მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიმწოდებელის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ამასთან:ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შორის, დანადგარებისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით;ბ) საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე).9. თუ აბონენტს სასმელი წყალი მიეწოდება მის მფლობელობაში არსებული დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოებით, წყალმზომი უნდა დამონტაჟდეს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვით იმ შემწოვ მილზე, რომელზედაც დამონტაჟებულია ტუმბო.10. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოუწყოს აღრიცხვის კვანძი შემდეგი წესით:ა) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი არ აღემატება 15 მმ-ს, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, 30 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით მოუწყოს აღრიცხვის კვანძი; ამასთან, თუ აღრიცხვიანობის სიზუსტის, ან ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროა ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობა, წყალმომარაგების ლიცენზიატი ასევე ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მათი მოწყობა;ბ) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი აღემატება 15 მმ-ს ან, თუ მომხმარებელი ითხოვს დამატებითი აღრიცხვის კვანძის მოწყობას, რომელიც არ გამომდინარეობს აღრიცხვიანობის სიზუსტის ან ტექნიკური აუცილებლობიდან, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ წესების დანართით №4 გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს დანართით №4 განსაზღვრული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური.10 1 . თუ აბონენტად რეგისტრაციის მსურველი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია მომხმარებლის კუთვნილი ქონების, მათ შორის შიდა ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობაზე უარის დაფიქსირების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებელთან შესაბამისი აქტის შედგენის შემდეგ, სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მოახდინოს სულადობის მიხედვით. ეს წესი არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევებზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ახალი მომხმარებლის მიერთებას, ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უძრავ ქონებაზე.11. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია:ა) უზრუნველყოს ამ მუხლში მოცემული ვალდებულებების შესრულება. იგი პასუხისმგებელია შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და ამ სამუშაოების სათანადოდ შესრულებაზე. დაუშვებელია მომხმარებელს დაეკისროს ამ პუნქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისთვის, აღრიცხვის კვანძის მოწყობის ან/და სასმელის წყლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისათვის რაიმე თანხის გადახდა, საშუალების შეძენა ან/და რაიმე სახის სამუშაოების შესრულება;ბ) სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს მომხმარებელს სამუშაოების დაწყების თარიღის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე შესვლასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, მომხმარებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება;გ) მომხმარებელთან აღრიცხვის კვანძი მოაწყოს და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოები შეასრულოს ისე, რომ არ გამოიწვიოს მომხმარებლის წყალმომარაგების შიდა ქსელის გადაკეთება, ამ მომხმარებელთან წერილობითი ფორმით წინასწარ შეთანხმების გარეშე.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.09.2013 წ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №23 - ვებგვერდი, 02.09.2015 წ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 12.02.2021 წ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 20.11.2023 წ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 25 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 27.06.2025 წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №37 · ძალაშია 27 ივნ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.