1.პირი, რომელიც არ არის მიმწოდებელი, მაგრამ ფლობს ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს სასმელი წყალი.
2.მიმწოდებელსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის სასმელი წყლის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, სასმელი წყლის საფასურის გაძვირება.
3.პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ქსელის სათანადოდ მოწყობის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის წყალგაყვანილობისა და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებელის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი (ასეთი მრიცხველის არსებობის შემთხვევაში).
4.მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, როდესაც მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა წარმოებს ინდივიდუალური მრიცხველების შესაბამისად, და მომხმარებლების მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს იხდის ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით.
5.მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური სასმელი წყლის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს;
გ) მომხმარებელთა შორის დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;
დ) მრიცხველის არსებობის შემთხვევაში:
დ.ა) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის პროპორციულად;
დ.ბ) მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებაზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ე) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სასმელი წყლით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებელის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.
6.თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი მომხმარებელი, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, აღნიშნულ მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) დროულად წარადგინოს კომისიაში მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება;
ბ) თითოეული მომხმარებელი აიყვანოს აბონენტად და მომსახურება განახორციელოს ამ წესებითა და მათთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირი, რომელიც არ არის მიმწოდებელი, მაგრამ ფლობს ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს სასმელი წყალი.2. მიმწოდებელსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის სასმელი წყლის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, სასმელი წყლის საფასურის გაძვირება.3. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ქსელის სათანადოდ მოწყობის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის წყალგაყვანილობისა და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებელის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი (ასეთი მრიცხველის არსებობის შემთხვევაში).4. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, როდესაც მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა წარმოებს ინდივიდუალური მრიცხველების შესაბამისად, და მომხმარებლების მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს იხდის ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით.5. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური სასმელი წყლის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს;გ) მომხმარებელთა შორის დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;დ) მრიცხველის არსებობის შემთხვევაში:დ.ა) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის პროპორციულად;დ.ბ) მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებაზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;ე) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სასმელი წყლით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებელის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა.6. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი მომხმარებელი, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, აღნიშნულ მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:ა) დროულად წარადგინოს კომისიაში მომხმარებლებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება;ბ) თითოეული მომხმარებელი აიყვანოს აბონენტად და მომსახურება განახორციელოს ამ წესებითა და მათთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.7. ამ მუხლის მე-6 პუნქტი ვრცელდება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №6 · ძალაშია 9 აგვ. 2011-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-15 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველით აღრიცხვის შესახებ კომისიის წინასწარი თანხმობით და მე-7 პუნქტი, რომელიც ამ წესს მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ავრცელებს.