Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 30

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 30. მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026
თემები:ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა (საანგარიშსწორებო მრიცხველის ჩვენების აღება), ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ინფორმაციის განაწილების ლიცენზიანტისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება (ანალიზისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის ვადის განსაზღვრით); ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ მიღებული ფინანსური და ტექნიკური ინფორმაციის ანალიზის შემდეგ განახორციელოს საცალო მომხმარებელზე თანხის დარიცხვა (მიწოდებისა და განაწილების (ან გატარების) მომსახურების წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით), ქვითრის გამოწერა (დაბეჭდვა) და ამ ქვითრის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდება. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის სათანადოდ შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, განახორციელოს მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად გაწეული განაწილების (ან გატარების) მომსახურების ღირებულების დარიცხვა, გამოწეროს ანგარიშფაქტურა და განსაზღვრულ ვადაში (რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები) წარუდგინოს იგი მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებლისთვის წარდგენილ ანგარიშფაქტურას თან უნდა ახლდეს დადასტურებული მონაცემები განაწილების ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და ღირებულების შესახებ თითოეული მომხმარებლის მიხედვით (განცალკევებულად) და ჯამურად.

2.მიმწოდებელი (განაწილების ლიცენზიატის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებლის მიხედვით. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.

3.საცალო მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებული ვადის გადაცილებიდან 5 დღის განმავლობაში თანხის გადაუხდელობისას განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებლისათვის გატარების მომსახურების დავალიანების გადახდის გონივრულ ვადის განსაზღვრისა და ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლება აქვს შესაბამის მიმწოდებელს ასევე მოსთხოვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

4.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ გადაიხდის შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის გატარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მხარეთა შეტყობინების შემდეგ არ დაუშვას მის გამანაწილებელ ქსელში მიმწოდებელი აღნიშნული პირობების დაკმაყოფილებამდე.

5.ამ წესებით განსაზღვრული მიმწოდებლის ქსელში არდაშვების ნორმები (მათ შორის, მიმწოდებლისგან საბანკო გარანტიის მოთხოვნის ნორმები მომდევნო საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის ან/და გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად) არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, თუ განაწილების ლიცენზიატს გააჩნია მიმწოდებლის მიმართ ფინანსური დავალიანება და მიმწოდებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისთვის თანხა არ იქნა გადახდილი თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. შესაბამისად, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებლისგან ამოღებული თანხით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა (საცალო მომხმარებლის მიერ გადახდილი განაწილების ლიცენზიატისთვის განკუთვნილი წილიდან).

6.განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე; აღნიშნულ ერთიან ბაზაში მოცემული უნდა იყოს სრული ინფორმაცია განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღების, განაწილების, გატარების და მოხმარების მოცულობების შესახებ, ასევე საცალო მომხმარებლების აბონენტის ნომრების, მათი მისამართებისა და მოხმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზა ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა გახდეს მათთვის, ვინც ახორციელებს ან სურს განახორციელოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
  2. 24 მარ. 2010

    30-ე მუხლის 1-ლ, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში განაწილების გვერდით ან მის ნაცვლად ჩაიწერა გატარების მომსახურება, ხოლო მე-6 პუნქტში გაფართოვდა ერთიანი ბაზის შინაარსი მოცულობებით, აბონენტის ნომრებითა და მისამართებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინდექსერის (The Graph, Subsquid) დანერგვა და subgraph-ის შექმნასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 2 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 31მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 107მიმწოდებლის მიერ ინფორმაციის შენახვა
  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებები
  • 15მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება
  • 26ანგარიშგება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 24 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 20მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან/და მასთან შეთანხმების დადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8⁸11526318282024 (დ…10710910530
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს გარემოს და…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026