Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 32

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 32. შეტყობინება არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:აქტივების დაბრუნებააქციონერთა დავებიფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მომხმარებელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება, თუ არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტებიდან არ გასულა 13 თვეზე მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინა პროვაიდერს ამგვარი ოპერაციის შესახებ, რაც წარმოშობს გადამხდელის მოთხოვნის უფლებას, მათ შორის, ამ კანონის 31-ე და 31 1 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებას.

2.თუ ოპერაციაში მონაწილეობდა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი, მომხმარებელი უფლებამოსილია არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება მოსთხოვოს ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 31-ე მუხლისა და 33-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების დებულებების დაცვით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის მოთხოვნის უფლება არ იზღუდება იმავე პუნქტში მითითებული ვადით, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა შეთანხმებული ფორმით მომხმარებელს არ მიაწოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული გადახდის ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ან/და შეთანხმებული ფორმით არ უზრუნველყო ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

4.თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია ან არასწორად არის განხორციელებული, პროვაიდერს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ გადახდის ოპერაცია იყო ავთენტიფიცირებული, აგრეთვე სწორად იყო განხორციელებული, ჩაწერილი და ანგარიშებზე აღრიცხული და ტექნიკურ გაუმართაობას ან პროვაიდერის მომსახურების სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია.

5.თუ გადახდის ოპერაცია ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით, მაშინ მას ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი ზეგავლენის სფეროში ინიციირებული გადახდის ოპერაცია იყო ავთენტიფიცირებული და სწორად ჩაწერილი და მის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ გაუმართაობას ან სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია.

6.თუ მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადა, ეს არ ათავისუფლებს პროვაიდერს ვალდებულებისგან, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მომხმარებელს არაავტორიზებული ან არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნებაში.

7.თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერთან არსებული ინსტრუმენტის გამოყენების და ანგარიშზე წვდომის ჩანაწერი არ შეიძლება ყველა შემთხვევაში ჩაითვალოს იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ გადახდის ოპერაცია გადამხდელის მიერ იყო ავტორიზებული ან გადამხდელმა განახორციელა თაღლითური ქმედება ან ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულება დაარღვია განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომლითაც ის ამყარებს ეჭვს, რომ მომხმარებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა თაღლითურ ქმედებას, განზრახვას ან უხეშ გაუფრთხილებლობას. ეს პუნქტი არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

8.თუ საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტების შემთხვევაში ასეთი ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს დადებეტებიდან 75 დღისა, საგადახდო მომსახურების მომხმარებელმა პროვაიდერს აღნიშნულის შესახებ შეატყობინა, ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-7 პუნქტი და პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურება, თუკი არაავტორიზებული ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებით ცალსახად იკვეთება მესამე პირის თაღლითობა ან/და მომხმარებლის მიერ შეტყობინებული შემთხვევა შინაარსობრივად ან/და გარემოებებით მსგავსია პროვაიდერის მიერ ბოლო 180 დღის განმავლობაში განხილული იმ შემთხვევისა/შემთხვევებისა, რომლის/რომელთა ფარგლებშიც მომხმარებლებს აუნაზღაურდათ არაავტორიზებული ოპერაციის თანხა. ამ პუნქტის მიზნებისთვის საბარათე ინსტრუმენტით შესრულებული ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაცია მოიცავს ისეთ ოპერაციას, რომელიც განხორციელდა საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტის გამოყენებით და მიმღების პროვაიდერი (ექვაირერი) უცხოურ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს წარმოადგენს. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულება არ მოქმედებს, თუ საგადახდო მომსახურების მომხმარებელმა პროვაიდერს მიმართა საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტებიდან 75 დღის შემდეგ.

9.საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და საგადახდო მომსახურების მომხმარებელს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებასთან ან/და ანგარიშზე წვდომასთან დაკავშირებული პირობები/დებულებები, რომლებიც ზრდის მომხმარებლის მტკიცების ტვირთს ან/და ამცირებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მტკიცების ტვირთს, აგრეთვე არაპირდაპირ იწვევს ამგვარ შედეგს, ბათილია. ასევე გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის, თუ საგადახდო ინსტრუმენტი ფიზიკურად არ მონაწილეობს გადახდის ოპერაციაში ან/და ანგარიშზე წვდომისას, საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და ანგარიშზე წვდომის ჩანაწერი არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

რედაქციების შედარება

1. მომხმარებელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელიშესაბამისი ღონისძიებებისთანხის განხორციელება,ანაზღაურება თუამ არაავტორიზებულითავის ანშესაბამისად, არასწორადთუ შესრულებულიარაავტორიზებული ოპერაციის თანხით ანგარიშისშესრულების დადებეტებიდანთარიღიდან არ გასულა 1340 თვეზედღეზე მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინა პროვაიდერს ამგვარი ოპერაციის შესახებ, რაც წარმოშობს გადამხდელის მოთხოვნისშესრულების უფლებას,თარიღიდან მათარ შორის,გასულა ამ180 კანონისდღეზე 31-ემეტი და 31 1 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებას. 2. თუ ოპერაციაში მონაწილეობდა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი, მომხმარებელი უფლებამოსილიამომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება მოსთხოვოს ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურებისშესახებ პროვაიდერს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 31-ე მუხლისა და 33-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების დებულებების დაცვით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის მოთხოვნის უფლება არ იზღუდება იმავე პუნქტშიამგვარი მითითებულიოპერაციის ვადით,თაობაზე თუინფორმაციის საგადახდომიღებიდან მომსახურებისუმოკლეს პროვაიდერმავადაში, შეთანხმებულიხოლო ფორმითპირდაპირი მომხმარებელსდებეტის არშემთხვევაში მიაწოდა− საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული გადახდის ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ან/და შეთანხმებული ფორმით არ უზრუნველყოწესით ასეთიდადგენილ ინფორმაციისვადაში ხელმისაწვდომობა.შეატყობინა. 4.2. თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია ან არასწორად არის განხორციელებული, პროვაიდერს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ გადახდის ოპერაცია იყო ავთენტიფიცირებული,ავთენტიფიცირებული აგრეთვეან/და სწორად იყო განხორციელებული, ჩაწერილი და ანგარიშებზე აღრიცხული და ტექნიკურ გაუმართაობას ან პროვაიდერის მომსახურების სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია. 5. თუ გადახდის ოპერაცია ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით, მაშინ მას ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი ზეგავლენის სფეროში ინიციირებული გადახდის ოპერაციაგანხორციელებული იყო ავთენტიფიცირებული და სწორად ჩაწერილი და მის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულრომ ტექნიკურ გაუმართაობას ან სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია. 6.3. თუ მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადა, ეს არ ათავისუფლებს პროვაიდერს ვალდებულებისგან,ვალდებულებისაგან, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მომხმარებელს არაავტორიზებული ან არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნებაში. 7. თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერთან არსებული ინსტრუმენტის გამოყენების და ანგარიშზე წვდომის ჩანაწერი არ შეიძლება ყველა შემთხვევაში ჩაითვალოს იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ გადახდის ოპერაცია გადამხდელის მიერ იყო ავტორიზებული ან გადამხდელმა განახორციელა თაღლითური ქმედება ან ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულება დაარღვია განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომლითაც ის ამყარებს ეჭვს, რომ მომხმარებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა თაღლითურ ქმედებას, განზრახვას ან უხეშ გაუფრთხილებლობას. ეს პუნქტი არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 8. თუ საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტების შემთხვევაში ასეთი ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს დადებეტებიდან 75 დღისა, საგადახდო მომსახურების მომხმარებელმა პროვაიდერს აღნიშნულის შესახებ შეატყობინა, ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-7 პუნქტი და პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურება, თუკი არაავტორიზებული ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებით ცალსახად იკვეთება მესამე პირის თაღლითობა ან/და მომხმარებლის მიერ შეტყობინებული შემთხვევა შინაარსობრივად ან/და გარემოებებით მსგავსია პროვაიდერის მიერ ბოლო 180 დღის განმავლობაში განხილული იმ შემთხვევისა/შემთხვევებისა, რომლის/რომელთა ფარგლებშიც მომხმარებლებს აუნაზღაურდათ არაავტორიზებული ოპერაციის თანხა. ამ პუნქტის მიზნებისთვის საბარათე ინსტრუმენტით შესრულებული ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაცია მოიცავს ისეთ ოპერაციას, რომელიც განხორციელდა საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტის გამოყენებით და მიმღების პროვაიდერი (ექვაირერი) უცხოურ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს წარმოადგენს. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულება არ მოქმედებს, თუ საგადახდო მომსახურების მომხმარებელმა პროვაიდერს მიმართა საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული არაავტორიზებული ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტებიდან 75 დღის შემდეგ. 9. საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და საგადახდო მომსახურების მომხმარებელს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებასთან ან/და ანგარიშზე წვდომასთან დაკავშირებული პირობები/დებულებები, რომლებიც ზრდის მომხმარებლის მტკიცების ტვირთს ან/და ამცირებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მტკიცების ტვირთს, აგრეთვე არაპირდაპირ იწვევს ამგვარ შედეგს, ბათილია. ასევე გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის, თუ საგადახდო ინსტრუმენტი ფიზიკურად არ მონაწილეობს გადახდის ოპერაციაში ან/და ანგარიშზე წვდომისას, საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და ანგარიშზე წვდომის ჩანაწერი არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრისმარტის კანონი №1800№446 –- ვებგვერდი, 23.09.2022წ.22.03.2017წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
  2. 22 მარ. 2017
  3. 10 სექ. 2015
წინა მუხლი 31²შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქტივების აღდგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დერივატიული სარჩელები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №20

5
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2022-09-23
2
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30მუხლი 31მუხლი 31¹მუხლი 33

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 31¹მუხლი 33მუხლი 31მუხლი 31²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 33მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით
  • 34მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება
  • 33¹გადახდის ოპერაცია, როდესაც გადახდის თანხა წინასწარ ცნობილი არ არის

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 18მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები
  • 17მომხმარებლის უფლებები

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 5კრედიტორთა მოთხოვნები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები
  • 65გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
  • 240მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18²7¹6524013⁶3131¹33302131²3433¹51832
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…მომხმარებლის უფლებების…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025