„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 20. მსხვილი მომხმარებელი

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მსხვილი მომხმარებლის სამართლებრივი სტატუსი და კრიტერიუმები განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით.

2.მსხვილი მომხმარებელი უფლებამოსილია: ა) მიწოდების ხელშეკრულება დადოს ერთზე მეტ მიმწოდებელთან, მათ შორის, ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების/ობიექტისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ელექტრონერგია შეისყიდოს როგორც საცალო, ისე ორგანიზებულ ბაზრებზე, კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

3.თუ მსხვილი მომხმარებელი მიწოდების ხელშეკრულებას დებს ერთზე მეტ მიმწოდებელთან ერთი და იმავე მიწოდების წერტილის მეშვეობით მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ამ მიწოდების წერტილში აღრიცხული ელექტროენერგიის განაწილების წესი განისაზღვრება მსხვილ მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებლებს შორის შეთანხმებით.

4.მსხვილი მომხმარებელი უფლებამოსილია, თავისუფალ მიმწოდებელთან დადოს მიწოდების წყვეტადი ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრება დღეების რაოდენობა ან/და დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, არ მიაწოდოს ელექტროენერგია მსხვილ მომხმარებელს ან/და შეუზღუდოს მას მისაწოდებელი სიმძლავრე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6231153531111041664273920
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ელექტროენერგიის საცალო…სასმელი წყლის მიწოდები…ელექტრონული კომუნიკაცი…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა