1.მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია).
2.მომხმარებელი ვალდებულია, „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
2¹.მომხმარებლის მიერ „მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 18 და 18 1 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა ეცნობოს ინფორმაცია განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
4.განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები: თუ მომხმარებლის მოთხოვნა არ განეკუთვნება ამ წესებით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევას ან განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.
5.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე დასაშვები მოცულობა განაცხადის მიღებისთანავე. მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე დასაშვები მოცულობა (მილსადენის დიამეტრი და დასაშვები გამტარუნარიანობა) დგინდება ამ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძიდან გამომსვლელი მილის დიამეტრის (ან აღრიცხვის კვანძის არ არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შემსვლელი მილის დიამეტრის) შესაბამისი დასაშვები გამტარუნარიანობის მაქსიმუმით (სასმელი წყლით მომარაგების წარმადობა მოცემულია ამ წესების დანართში №3, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე).
6.„საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს განაცხადში მოცემული მოთხოვნის შესაბამისად, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) და მოთხოვნილი მოცულობით სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინების მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, ამ წესების პირობების შესაბამისად.
7.წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური განისაზღვრება ამ წესების დანართით №3 დამტკიცებული ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ოდენობით (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ან/და წყალარინების ქსელზე მიერთების შესაბამისი შეთავაზებულ პაკეტზე დადგენილი საფასურით).
8.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო სამუშაოები და სხვა მოქმედებები შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია №3 დანართით, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე.
9.თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრის გაზრდა, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 18 1 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების დანართით №4 განსაზღვრული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
10.მოხმარების მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია).
2. მომხმარებელი ვალდებულია, „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.
21. მომხმარებლის მიერ „მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 18 და 181მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა ეცნობოს ინფორმაცია განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
4. განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები: თუ მომხმარებლის მოთხოვნა არ განეკუთვნება ამ წესებით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევას ან განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.
5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე დასაშვები მოცულობა განაცხადის მიღებისთანავე. მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე დასაშვები მოცულობა (მილსადენის დიამეტრი და დასაშვები გამტარუნარიანობა) დგინდება ამ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძიდან გამომსვლელი მილის დიამეტრის (ან აღრიცხვის კვანძის არ არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შემსვლელი მილის დიამეტრის) შესაბამისი დასაშვები გამტარუნარიანობის მაქსიმუმით (სასმელი წყლით მომარაგების წარმადობა მოცემულია ამ წესების დანართში №3, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე).
6. „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს განაცხადში მოცემული მოთხოვნის შესაბამისად, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) და მოთხოვნილი მოცულობით სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინების მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, ამ წესების პირობების შესაბამისად.
7. წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური განისაზღვრება ამ წესების დანართით №3 დამტკიცებული ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ოდენობით (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ან/და წყალარინების ქსელზე მიერთების შესაბამისი შეთავაზებულ პაკეტზე დადგენილი საფასურით).
8. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო სამუშაოები და სხვა მოქმედებები შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია №3 დანართით, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე.
9. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრის გაზრდა, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 181მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს ამ წესების დანართით №4 განსაზღვრული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
10. მოხმარების მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №35 · ძალაშია 1 იან. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 29 იან. 2020
19-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა მე-4–მე-8 პუნქტები: სიმძლავრის გაზრდა ხდება ლიცენზიატისთვის განაცხადით, საფასურის 50%-ის წინასწარი გადახდით და ლიცენზიატის ვადებით.