Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 20¹

დაზღვევის შესახებ

მუხლი 20¹. მომხმარებლის უფლებების დაცვა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:დაზღვევამომხმარებელთა დაცვაგადახდის მომსახურებასამომხმარებლო ხელშეკრულებებიპლატფორმის შესაბამისობასაგადასახადო შეღავათი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მზღვეველი, დაზღვევის შუამავალი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა მომხმარებელთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობის, ხელშეკრულების მოქმედებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების ყველა ეტაპზე ამ კანონისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მზღვეველი ასევე ვალდებულია დაიცვას  მომხმარებელთა  უფლებები სამსახურის  მიერ  დადგენილი  წესით  და მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკისა და მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცედურების შესაბამისად.

2.სამსახური უფლებამოსილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის, დაზღვევის შუამავლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და შესაბამისი შეზღუდვები.

3.სამსახური უფლებამოსილია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზედამხედველობის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად გამოითხოვოს და დაამუშაოს განმცხადებლის ან/და სხვა მომხმარებლის (მომხმარებლების) შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, ხოლო მზღვეველი და სადაზღვევო ბროკერი ვალდებული არიან სამსახურს მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია.

4.მომხმარებელს უფლება აქვს, მზღვეველის ან დაზღვევის აგენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს მზღვეველის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სასამართლოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ სხვა საჯარო დაწესებულებას ან კერძო დაწესებულებას, ხოლო მზღვეველის ან დაზღვევის აგენტის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე სამსახურს.

5.მომხმარებელს უფლება აქვს, სადაზღვევო ბროკერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ სხვა საჯარო დაწესებულებას ან კერძო დაწესებულებას, ხოლო სადაზღვევო ბროკერის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე სამსახურს.

6.„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონაწილეს ან ბენეფიციარს უფლება აქვს, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ იმავე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში პრეტენზიით მიმართოს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას ან/და სამსახურს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4939 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. საქართველოს 2022 წლის 23 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 05.07.2022წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 31 მაი. 1997 – 1 იან. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
  2. 5 ივლ. 2022
  3. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 9 სექ. 2019
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მომხმარებელთა დაცვის სამართალი29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბანკო დარღვევების პრეტენზიები9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მამხილებლის დაცვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარკეტპლეისის პლატფორმის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №37

  • 3 ცვლილება · ბოლო 19 ივლ. 2023
  • 6 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 23მუხლი 26ფასიან ქაღალდებად … 19ფასიან ქაღალდებად … 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 9მზღვეველი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 62მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მომსახურების ზოგადი წესები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 15¹საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებანი

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 29სააგენტოს უფლებამოსილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში

პენიტენციური კოდექსი

  • 21მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 23მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 830მზღვევლის მითითების შესრულების მოვალეობა
  • 838დამზღვევის უფლებები
  • 1289მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მოვალეობები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13ზოგადი მოთხოვნები დამსაქმებლის, დასაქმებულისა და მწარმოებლის მიმართ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹11²6219232698301329162319212120¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებფასიან ქაღალდებად გარდ…ელექტრონული კომუნიკაცი…ელექტრონული კომერციის …დანაშაულის პრევენციის,…ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026