პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 23. მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილი

1.მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დადგენილი წესით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის III თავით განსაზღვრული უფლებების განხორციელება, მათ შორის, მიიღოს ყველა ზომა ამავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დემონსტრირების მიზნით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება აგრეთვე დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე მასთან დაცულ/არსებულ ინფორმაციასთან მიმართებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-5-20252025-03-1215
    კერძო საჩივარი (T4)

    ვრცელდება თუ არა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე?

    ძირითადი დავა ეხებოდა თანხის დაკისრებასა და იპოთეკის საგნის რეალიზაციას, ხოლო შეგებებული სარჩელი იპოთეკის გაუქმებას. მოგვიანებით პირველმა მოპასუხემ მოითხოვა მეოთხე მოპასუხის არასწორი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წაშლა და განადგურება. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე არ ვრცელდება, ხოლო სააღსრულებო ფურცელში საიდენტიფიკაციო მონაცემის უსწორობა უკვე შესწორებული იყო. სასამართლომ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განჩინების გასაჩივრებული პუნქტი უცვლელად დატოვა სსსკ 419-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹18¹1126141535362527323623
მნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…დაზღვევის შესახებსოციალური მუშაობის შეს…ელექტროენერგიის საცალო…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოსა და ევროჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა