„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 41. მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლები

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სისტემის ოპერატორის მიერ მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) თუ სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ მომხმარებელმა ერთსა და იმავე დღეს მიმართა ერთზე მეტ მიმწოდებელს, ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე/ობიექტზე  მიმწოდებლის შეცვლის განაცხადებით; ბ) მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის შეუსაბამობა ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი არ გამოიყენება მსხვილი მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილება არ იწვევს ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობას.

3.არსებული მიმწოდებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველია მომხმარებლის მიერ დარიცხვის ერთზე მეტ პერიოდზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2749319²16255 (და…10658792239941
მნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის საცალო…ენერგეტიკისა და წყალმო…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს სამოქალაქო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა