საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8 (დანართი 1). ემიტენტის სხვა ვალდებულებები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პროვაიდერი ვალდებულია, დაიცვას საბარათე ინსტრუმენტის მფლობელთან დაკავშირებული  ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონმდებლობის შესაბამისად.

2.საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის, ასევე დამატებითი ბარათის მფლობელის, იდენტიფიცირების/ვერიფიცირების პროცედურები, ასევე საბარათე ინსტრუმენტით  განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

3.პროვაიდერი ვალდებულია აღრიცხოს და შეინახოს ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი ვადით მის მიერ გაცემული ყველა ტიპის საბარათე ინსტრუმენტის  მფლობელებისა და  ამ ინსტრუმენტების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.

4.პროვაიდერის მიერ დროის ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით შენახული  საბარათე ინსტრუმენტის მფლობელების საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე  კონკრეტული საბარათე ინსტრუმენტით ან/და მისი მფლობელის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
313313⁵3033201208119 (და…4 (და…3 (და…8 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაბარათე ინსტრუმენტის …საგადახდო სისტემისა და…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს საბაჟო კოდ…ფულის გათეთრებისა და ტ…ელექტროენერგიის საცალო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა