გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 71. საჯაროობა რეაბილიტაციის რეჟიმში
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა რეაბილიტაციის მმართველმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისა და მმართველობის ფორმის შესახებ, აგრეთვე მმართველის ვინაობის თაობაზე (მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია). ამ კანონის 73-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება რეაბილიტაციის ზედამხედველს ეკისრება.
