გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 70. რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის მმართველობა
1.რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის საქმიანობასა და ქონებას მართავს მართვაში მყოფი მოვალე − რეაბილიტაციის ზედამხედველის მეთვალყურეობით ან რეაბილიტაციის მმართველი – დამოუკიდებლად, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2.რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის მმართველობის საკითხს ამ კანონით დადგენილი წესით წყვეტს სასამართლო.
