Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 66¹¹

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66¹¹. გამჭვირვალობის წლიური ანგარიში

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:ეთიკა და ანტიკორუფციაფინანსური ანგარიშგებაკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობაDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველი საფინანსო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს საფინანსო წლის დასრულებიდან 8 თვის ვადაში, მოამზადოს და საკუთარ ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამჭვირვალობის ყოველწლიური ანგარიში. ეს ანგარიში მისი გამოქვეყნებიდან 5 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული  პირისთვის.

2.გამჭვირვალობის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც მოიცავს ბალანსს ან აქტივებისა და ვალდებულებების ანგარიშგებას, ფინანსური წლის განმავლობაში შემოსავლებისა და ხარჯების წლიურ ანგარიშს და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას; ბ) აქტიური ლიცენზიების შესახებ (მათ შორის, ახალი ლიცენზიების თაობაზე, რომელთა გაცემაც მოხდა საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში, დაყოფილი უფლების ან უფლებების კატეგორიების მიხედვით) და ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; გ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამართლებრივი სტრუქტურისა და მმართველობითი სტრუქტურის აღწერას; დ) ნებისმიერი იურიდიული პირის შესახებ, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობს ან აკონტროლებს, მთლიანად ან ნაწილობრივ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე  მმართველი  ორგანიზაცია; ე) ორგანიზაციის თავმჯდომარის, გამგეობის, ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს და სხვა კომისიებისა და საბჭოების წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების მთლიანი ოდენობის და მათთვის მინიჭებული სხვა სარგებლის შესახებ; ვ) ფინანსურ ინფორმაციას შეგროვებული ჰონორარების შესახებ, მართვის ქვეშ მყოფი უფლებების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით (მაგალითად, მაუწყებლობა, ონლაინშესრულება, საჯარო შესრულება), მათ შორის, ინფორმაციას ჰონორარების ინვესტიციების შედეგად მიღებული შემოსავლების და ასეთი შემოსავლების გამოყენების მიზნობრიობის თაობაზე (მიუხედავად იმისა, ის უფლების მფლობელებს შორის განაწილდა, სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას გადაერიცხა ან სხვა მიზნობრიობით იქნა გამოყენებული); ზ) ფინანსურ ინფორმაციას უფლებების მართვის საფასურისა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ უფლების მფლობელებისთვის მიწოდებული სხვა მომსახურების შესახებ. ამ ინფორმაციაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სულ მცირე შემდეგი საკითხები: ზ.ა) ყველა სამართავად გაწეული და ფინანსური ხარჯი, რომლებიც მოცემული უნდა იყოს მართვის ქვეშ მყოფი უფლებებისა და უფლებათა კატეგორიების მიხედვით. ნებისმიერი არაპირდაპირი ხარჯი, რომელიც ერთი ან რამდენიმე უფლების კატეგორიას არ მიეკუთვნება, უნდა შეიცავდეს ამ ხარჯების განაწილების მეთოდის აღწერას; ზ.ბ) ნებისმიერი ფინანსური ხარჯები, მათ შორის, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მომსახურებებზე გაწეული ხარჯები; თ) შეგროვილი ჰონორარების (მათი დეტალური აღწერის მითითებით) შესახებ ინფორმაციას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: თ.ა) უფლების მფლობელებისთვის შეგროვებულ ჯამურ თანხას, უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით; თ.ბ) უფლების მფლობელებისთვის გადახდილ ჯამურ ჰონორარს, უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით; თ.გ) გადახდების შესრულების სიხშირეს, უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით; თ.დ) ინფორმაციას მთლიანი შეგროვებული თანხის შესახებ, რომელიც ჯერ არ განაწილებულა უფლების მფლობელებზე, უფლების კატეგორიის და გამოყენების ტიპის მიხედვით, და იმ ფინანსური წლის მითითებით, რომელშიც ეს თანხები შეგროვდა; თ.ე) ინფორმაციას მთლიანი შეგროვებული თანხის შესახებ, რომელიც ჯერ არ განაწილებულა იდენტიფიცირებულ უფლების მფლობელებზე უფლების კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით, და იმ ფინანსური წლის მითითებით, რომელშიც ეს თანხები შეგროვდა; თ.ვ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში განაწილებისა და გადახდების განუხორციელებლობის შემთხვევაში − მისი დაგვიანების მიზეზებს; თ.ზ) ინფორმაციას ჯამური გაუნაწილებელი თანხების შესახებ და ამ თანხების გამოყენების შემთხვევაში − ახსნა-განმარტებას, თუ რა მიზნით იქნა გამოყენებული ეს თანხები; თ.თ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ თანხების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში −  სპეციალურ ანგარიშებზე არსებულ თანხებზე დარიცხული სარგებლის და ამ სარგებლის განაწილების შესახებ ინფორმაციას; ი) სხვა ანალოგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ი.ა) სხვა ანალოგიური ორგანიზაციებიდან მიღებულ და მათთვის გადახდილ თანხებს, უფლების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით; ი.ბ) სხვა ანალოგიური ორგანიზაციებისთვის შეგროვებული ჰონორარებიდან უფლების მართვის საფასურის შესახებ, უფლებებისა და უფლებების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით; ი.გ) სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და გადმორიცხული ჰონორარებიდან უფლებების მართვის საფასურის შესახებ, უფლებებისა და უფლებების კატეგორიის, გამოყენების ტიპისა და ორგანიზაციის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურებების მიზნებისთვის გამოქვითული თანხების გამოყენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს  ფინანსური წლის განმავლობაში სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურებების მიზნებისთვის გამოქვითული თანხების ოდენობასა და თითოეულის მიზნობრიობის ტიპის თაობაზე ინფორმაციას.

3.გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშში შეტანილი ინფორმაცია 2 წელიწადში ერთხელ უნდა შეამოწმოს იმ აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთმა აუდიტორულმა ფირმამ, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის აუდიტის უფლებამოსილება. აუდიტის დასკვნა, მათ შორის, ნებისმიერი შეფასება, სრულად უნდა აისახოს გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშში.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული გამჭვირვალობის კრიტერიუმები ვრცელდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ კონკრეტული მიზნობრიობით შექმნილ ფონდებზე. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

წინა მუხლი 66¹⁰შემდეგი მუხლი 66¹²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კორპორატიული გამჭვირვალობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მდგრადობის ანგარიშგება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DAO-ს ანგარიშგების და გამჭვირვალობის სტანდარტების დანერგვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66⁷უფლების მფლობელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მათი უფლებების მართვის შესახებ
  • 66⁸სხვა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების მართვის შესახებ
  • 66¹⁰ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა

მაუწყებლობის შესახებ

  • 61ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის საკუთრების გამჭვირვალობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 39ინფორმაციის მიწოდება, გამოქვეყნება და გამჟღავნება

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

  • 11ზედამხედველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) საქმიანობის საჯაროობა

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 23მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიშვალდებულება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 54გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა. წლიური ანგარიში

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 10ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

  • 6ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 68წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების შედგენისა და გამოქვეყნების ვალდებულება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 31ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66⁷66⁸66¹⁰1131106154683923666¹¹
მნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …მაუწყებლობის შესახებნებაყოფლობითი კერძო პე…ადგილობრივი თვითმმართვ…საქონლის ადგილწარმოშობ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025