გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 76. კრედიტორთა კომიტეტი
1.კრედიტორთა კრება უფლებამოსილია კრედიტორთა უფლებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აირჩიოს კრედიტორთა კომიტეტი.
2.კრედიტორთა კომიტეტის არჩევა სავალდებულოა, თუ მოვალეს ჰყავს არანაკლებ 50 კრედიტორი და მოვალის ბოლო სამეურნეო წლის მაჩვენებლები შემდეგი 2 კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს: ა) მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება; ბ) მისი წლიური შემოსავალი 20 მილიონ ლარს აღემატება.
3.კრედიტორთა კომიტეტის არჩევის შეთავაზება უნდა განახორციელოს კრედიტორთა კრების თავმჯდომარემ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდეგ მოწვეულ კრედიტორთა პირველ კრებაზე. კრედიტორთა კომიტეტის წევრად არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც შესაბამისი კრედიტორების ყველაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს.
4.კრედიტორთა კომიტეტი 3 წევრისგან შედგება. კრედიტორთა კომიტეტის 1 წევრს ირჩევენ უზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო 2 წევრს − არაუზრუნველყოფილი კრედიტორები.
5.კრედიტორთა კომიტეტი საქმიანობას მიუკერძოებლად ახორციელებს. კრედიტორთა კომიტეტის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებისგან განსხვავებული, კერძო ინტერესები.
6.
