რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 29. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მოვალეს უნდა წარუდგინოს ანგარიში: ა) იმის თაობაზე, აქვს თუ არა რეგულირებულ შეთანხმებას დამტკიცებისა და განხორციელების გონივრული პერსპექტივა; ბ) იმის თაობაზე, აქვს თუ არა მოვალეს საკმარისი ფულადი სახსრები, რათა საქმიანობა განაგრძოს მორატორიუმის მოქმედების ვადის  განმავლობაში.

2.რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია: ა) დაეყრდნოს მისთვის წარდგენილ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქვს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი; ბ) წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მოვალის საქმიანობის შესახებ.

3.რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის განსახილველად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება (უნდა მიეთითოს კრედიტორთა კრების თარიღი, დრო და ადგილი).

4.რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში უნდა შეიცავდეს აგრეთვე თარიღსა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ხელმოწერას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1891⁸2113¹³31124911¹27303140282329
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…ენერგოეტიკეტირების შეს…სააღსრულებო წარმოებათა…საქონლის ადგილწარმოშობ…კონკურენციის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა