რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 31. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის სასამართლოსთვის წარდგენა და მორატორიუმი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ მუხლის მიზნებისთვის, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში დადებითია, თუ, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შეფასებით, არსებობს შემდეგი გარემოებები: ა) რეგულირებულ შეთანხმებას აქვს დამტკიცებისა და განხორციელების გონივრული პერსპექტივა; ბ) მოვალეს აქვს საკმარისი ფულადი სახსრები, რათა საქმიანობა განაგრძოს მორატორიუმის მოქმედების ვადის განმავლობაში.

2.მოვალემ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის აღნიშნულ ანგარიშთან ერთად უნდა წარუდგინოს რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება.

3.მოვალე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმი გამოიყენოს მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღების შემთხვევაში, ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად.

4.სასამართლო რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღებიდან 24 საათში დაადგენს რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას და გამოიტანს სათანადო განჩინებას.

5.განჩინებაში, რომლითაც დადგენილია რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა, სასამართლო მიუთითებს, რომ ამ განჩინების გამოტანიდან 2 თვის განმავლობაში მოვალის მიმართ მოქმედებს მორატორიუმი, თუ ეს გათვალისწინებულია აღნიშნული შეთავაზებით. მორატორიუმის ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ კრედიტორთა კრების მიერ რეგულირებული შეთანხმების დასადებად მოლაპარაკების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

6.რეგულირებული შეთანხმების გამოყენების შესახებ განჩინების გამოტანისთანავე ჩერდება რეაბილიტაციის ან გაკოტრების შესახებ განცხადების განხილვა. უხლი 32. საჯაროობა რეგულირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ პროცესში მორატორიუმის ამოქმედებისთანავე ამ კანონის 74-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს ეკისრება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91⁸205363³⁰2183116 (დ…15455743292834121631
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…ფინანსურ კონგლომერატში…საყოველთაო ჯანდაცვაზე …სატელეკომუნიკაციო ინფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა