Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 46¹

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 46¹. კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:საავტორო უფლებების დაცვაGDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920

1.კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის 26-ე ან/და 27-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დანიშნოს სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ დარღვევისთვის უკვე ერთხელ მაინც იქნა გამოყენებული ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

2.სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილებით.

3.სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.

4.სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ავტორიზებულ პირს/ლიცენზიის მფლობელს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიღებული შეტყობინებისა და სპეციალური მმართველის მოთხოვნის საფუძველზე აახლებს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის შესახებ მონაცემებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რომელშიც აღინიშნება სპეციალური მმართველის შესახებ.

5.სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე.

6.სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

7.ამ მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ პირს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ პირი არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი, წილის/აქციის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორთა საბჭოს წევრი ან პირსა და ამ პუნქტში აღნიშნულ ერთ-ერთ პირს შორის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. ამ პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ პირთა შორის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს, თუ ეს პირები არიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირები.

8.სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესადმინისტრირების სპეციალობით ან აქვს იურიდიული განათლება ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

9.სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით.

10.სპეციალური მმართველის შრომის ანაზღაურებასთან, აგრეთვე სპეციალური მმართველის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასა და დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ბიუჯეტიდან.

11.კომისია, აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია სპეციალურმა მმართველმა განახორციელოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის კონტროლი და სპეციალურ მმართველზე გადავიდეს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ყველა ორგანოს (მათ შორის, დირექტორის/დირექტორთა საბჭოს, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა კრების/აქციონერთა კრების) ის უფლებამოსილება, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად (გარდა ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა).

12.სპეციალური მმართველი უფლებამოსილია კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის  დირექტორი (დირექტორები), სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები) (არსებობის შემთხვევაში); ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს; გ) ავტორიზებულ პირს/ლიცენზიის მფლობელს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა; დ) შეასრულოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა).

13.სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ დაუშვებელია ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის სახელით, სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობის გარეშე ნებისმიერი ქმედების განხორციელება.

14.ბათილია სპეციალური მმართველის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება/განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, თუ ეს გადაწყვეტილება/ქმედება მიღებული/განხორციელებული არ არის კომისიის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

15.სპეციალური მმართველი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის მიერ გაცემული ინსტრუქციებისა და მითითებების ფარგლებში. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია მხოლოდ კომისიის წინაშე. სპეციალური მმართველი კომისიის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით და დადგენილ ვადაში, რეგულარულად ან/და კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს მას თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს.

16.კომისია უფლებამოსილია სპეციალური მმართველი თანამდებობიდან ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ხელახლა დანიშნოს სპეციალური მმართველი.

17.კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვროს, რომ სპეციალური მმართველის ცალკეული უფლებამოსილებების ან ყველა უფლებამოსილების განხორციელება კომისიის წინასწარ წერილობით თანხმობას საჭიროებს.

18.კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისა და მისი აღსრულების დამადასტურებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის კომისიისთვის წარდგენის შემთხვევაში სპეციალური მმართველი კომისიის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან თავისუფლდება და ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებების გამოყენება წყდება.

19.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის 34-ე ან/და 35-ე მუხლით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ დარღვევისთვის უკვე ერთხელ მაინც იქნა გამოყენებული ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური მმართველი ინიშნება და მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14 და მე-16−მე-20 პუნქტების შესაბამისად.

20.ამ მუხლის შესაბამისად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება 1 თვის ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7065 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. თავი VIII. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის რეგულირება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 ივლ. 2020
წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 47

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ონლაინ ავტორის უფლების აღმოჩენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №50

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2020-07-17
1
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 22მუხლი 19მუხლი 22მუხლი 35საქართველოს საგადა… 19საქართველოს საგადა… 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 28კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები
  • 44მონიტორინგი და შემოწმება
  • 29მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური ვალდებულებები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 31კომისიის დამატებითი ფუნქციები და მარეგულირებელი უფლებამოსილებები
  • 153საჯარიმო სანქციები
  • 46დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14⁷უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37სპეციალური მმართველი

მაუწყებლობის შესახებ

  • 71სანქციები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 34სპეციალური წარმომადგენელი

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2214⁷19223528442919713719311533446¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…ენერგეტიკისა და წყალმო…კონტრდაზვერვითი საქმია…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026