Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 57

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 57. სასამართლოს გადაწყვეტილებით მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის, მოვალის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე გამოიტანოს განჩინება მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ, კერძოდ: ა) მოვალეს აუკრძალოს მის მფლობელობაში არსებული ლიზინგის, პირობადებული საკუთრების დათქმით ან სხვა საფუძვლით გადაცემული ნივთების დაბრუნება; ბ) მოვალეს შეუზღუდოს ან აუკრძალოს  ქონების განკარგვა, მათ შორის, მისი გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა, შეაჩეროს მოვალის მიერ დადებული ხელშეკრულების იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც მოვალეს ქონების განკარგვას ავალდებულებს; გ) მოვალის კონტრაქტორებს აუკრძალოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მოვალისთვის მიწოდების შეწყვეტა, შეჩერება ან/და შეფერხება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო, თუ მოვალე მათ მიმართ ასრულებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს; დ) გამოიყენოს სხვა ღონისძიებები, რომლებიც ამ პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის და რომელთა გამოყენებაც მიზანშეწონილად მიიჩნევა გადახდისუუნარობის საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.

2.თუ მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით. სხვა შემთხვევაში მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენება არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებაზე.

წინა მუხლი 56შემდეგი მუხლი 58

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 44მუხლი 45

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 58სასამართლოს მიერ მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმება
  • 55მორატორიუმის ღონისძიებები
  • 50მმართველის დანიშვნა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37²გადახდების განხორციელების შეჩერება და სამართლებრივი პროცედურების განხორციელების შეზღუდვა რეზოლუციის რეჟიმში

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 63²უძრავი ქონების სხვაგვარი რეალიზაცია
  • 31მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას
  • 18კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363⁵⁰გადაწყვეტილების მოდიფიკაცია
  • 363³⁰სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ
  • 218მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე მხარეთა მორიგების მიზნით

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 33წინასწარი ღონისძიებები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 23იძულების ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3363²3118363⁵⁰363³⁰21837²23444558555057
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…კომერციული ბანკების სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სახელმწიფო…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო