Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 63²

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 63². უძრავი ქონების სხვაგვარი რეალიზაცია

რედაქცია №130 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:უძრავი ქონებიდან გამოსახლება და გადაცემაუძრავი ქონების აუქციონიქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებამოძრავი ქონების გამოთხოვამოძრავი ქონების აუქციონიპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მოვალეს, რომლის მიმართაც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით, უფლება აქვს, მიმართოს აღმასრულებელს და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევა. ასეთი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სარეალიზაციო ქონების ზუსტ აღწერილობას და ამ ქონების საწყის ფასს, რომელსაც განსაზღვრავს თავად მესაკუთრე და რომელიც არ უნდა იყოს აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯებისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები. აღმასრულებელი ვალდებულია შეასრულოს წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნა. ეს მოთხოვნა აღმასრულებელს წერილობით წარედგინება. მას უნდა დაერთოს სააუქციონო მომსახურების საფასურის, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნას ასევე უნდა დაერთოს ამ მოთხოვნით მიმართვამდე არაუმეტეს 2 სამუშაო დღით ადრე განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ და ამ ქონების აღწერილობის ამსახველი მასალა (ფოტოები, ნახაზები, რეალიზაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია). მოვალის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორისა და ნამდვილობისათვის პასუხისმგებელია თავად მოვალე. აღმასრულებელი პასუხისმგებელია მხოლოდ თავისი ბრალეული ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის.

2.წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ აღმასრულებლისათვის წარდგენილი მოთხოვნა კმაყოფილდება მისი წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში დადგენილი წესით ცხადდება აუქციონი. თუ აღნიშნული მოთხოვნა წარდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, აღმასრულებელი ვალდებულია მოთხოვნის წარმდგენ პირს აცნობოს ნაკლოვანების შესახებ, ნაკლოვანების ზუსტი მითითებით, და მოსთხოვოს მისი 3 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრა. ნაკლოვანების ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი რჩება, რაც იმავე პირს არ ართმევს უფლებას, ხელმეორედ წარადგინოს იგივე მოთხოვნა სათანადო ვადის გათვალისწინებით. ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა აითვლება ამ კანონით დადგენილი წესით მოვალისათვის წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დღიდან, რაც ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ასეთი ვადის დაწესების შესახებ აღმასრულებლის წერილობითი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აისახება საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში. მოვალეს უფლება აქვს, ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადის განმავლობაში მოითხოვოს ამ ვადის არაუმეტეს 2 სამუშაო დღით გაგრძელება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

3.წინმსწრები აუქციონი ტარდება აუქციონის ჩატარებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ქონების საწყის ფასად განისაზღვრება მოვალის მიერ წინმსწრები სააუქციონო მომსახურების შესახებ მოთხოვნაში მითითებული ფასი. წინმსწრები აუქციონი ერთხელ ტარდება და მისი უშედეგოდ დასრულება არ წარმოშობს აუქციონის ხელმეორედ ან დამატებით ჩატარების ვალდებულებას.

4.წინმსწრებ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შემძენის სასარგებლოდ გაიცემა განკარგულება ამ კანონით დადგენილი წესით. აუქციონში გამარჯვებულს წარმოეშობა ამავე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

5.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის დღისათვის იმავე პუნქტში აღნიშნული მოვალის მიმართ დაწყებულია და მიმდინარეობს სხვა სააღსრულებო წარმოება, აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი არ უნდა იყოს ყველა ასეთი აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის დადგენილი წესით ინფორმირების დღიდან მომდევნო 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამავე მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

7.ამ მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია ერთი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მხოლოდ ერთხელ. ამ უფლების ყოველი შემდგომი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წერილობითი თანხმობით.

8.ამ მუხლით განსაზღვრული წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ მოვალემ სხვა სააღსრულებო წარმოებაში გაუშვა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადა და ეს სააღსრულებო წარმოება დასრულებული არ არის.

9.კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, მათი განცხადების საფუძველზე, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაადგინოს, რომ ყადაღადადებული უძრავი ქონება რეალიზებული იქნება ამ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული წესით. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. თავი XII იძულებითი იპოთეკა

წინა მუხლი 63¹შემდეგი მუხლი 64

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სესხის დეფოლტის სამართალწარმოება8 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვენჩურული სესხის კონსულტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იპოთეკური თაღლითობა (მუხლი 180/208)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული დავალიანების სამართალწარმოება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №130

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 78საქართველოს სამოქა… 78

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 49რეალიზაცია
  • 18კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი
  • 84სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 306⁴აუქციონის ჩატარება
  • 302იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია
  • 301იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 102აუქციონის ჩატარების წესი და პირობები
  • 5კრედიტორთა მოთხოვნები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 3³სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაცია
  • 3სახელმწიფო ქონების შემძენი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7849188478306⁴3023013³3242238102563²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026