Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 55

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 55. მორატორიუმის ღონისძიებები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად ამოქმედდება მორატორიუმის შემდეგი ღონისძიებები: ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება; ბ) ჩერდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა) და ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა; გ) ჩერდება და არ დაიშვება უზრუნველყოფის საგნიდან კრედიტორის დაკმაყოფილება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთანავე, არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც კრედიტორთა მოთხოვნებში უნდა იქნეს გათვალისწინებული; ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა; თ) არ დაიშვება საპროცესო უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების გამოყენება; ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების სასამართლოში, არბიტრაჟში ან ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვა, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას, ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დენა ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 54შემდეგი მუხლი 56

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №5

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 132

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21მუხლი 31მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 49გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგები
  • 57სასამართლოს გადაწყვეტილებით მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენება
  • 58სასამართლოს მიერ მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37²გადახდების განხორციელების შეჩერება და სამართლებრივი პროცედურების განხორციელების შეზღუდვა რეზოლუციის რეჟიმში

დაზღვევის შესახებ

  • 33⁴მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 205უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას
  • 207გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობა გადახდისუუნარობისას

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 34აღსრულების შეწყვეტა
  • 40¹მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 42განრიდების ღონისძიებები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 24განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნარობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2052073440¹33⁴13237²2384258213149572455
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…კომერციული ბანკების სა…დაზღვევის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026