რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 59. გადახდისუუნარობის მასა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.გადახდისუუნარობის მასა მოიცავს მოვალის მთელ ქონებას, რომელიც მას ეკუთვნის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის, ამ მომენტიდან შეძენილ/მიღებულ/წარმოებულ ქონებას, მათ შორის, გადაცემად ლიცენზიებსა და ნებართვებს, აგრეთვე ამ კანონის VIII თავის შესაბამისად მოვალისთვის დაბრუნებულ ქონებას როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლების გარეთ.

2.პირობადებული საკუთრების ობიექტი ან ლიზინგის საგანი, რომლის შესყიდვის უფლებაც აქვს მოვალეს, გადახდისუუნარობის მასაში არ შედის. მმართველის/ზედამხედველის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ქონება შეიძლება დარჩეს მოვალის მფლობელობასა და სარგებლობაში, თუ ეს აუცილებელია რეაბილიტაციის ან გაკოტრების მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ მესაკუთრის ან ლიზინგის გამცემის საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოფილი იქნება გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ან სხვა ქონებით.

3.რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში მმართველი/ზედამხედველი მიმართავს სასამართლოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების/დადასტურების მოთხოვნით. სასამართლოს განჩინება ან ადმინისტრაციული ორგანოს აქტი მოვალის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

4.გადახდისუუნარობის მასაში არ შედის ქონება, რომელიც, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აღსრულებას არ ექვემდებარება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2054561625429157616011360710459
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…იურიდიული დახმარების შ…საქართველოს სამოქალაქო…ფინანსური გირავნობის, …სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა