რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 60. გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევება და ამოღება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

გურანდა გრიგოლიაირაკლი ღლონტიდავით ელისაბედაშვილი

1.პირი, რომელიც უფლებამოსილია სანივთო ან ვალდებულებითი მოთხოვნის საფუძველზე მოითხოვოს გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევება, გადახდისუუნარობის მიზნებისთვის კრედიტორი არ არის. გადახდისუუნარობის მასიდან ქონების გამოცალკევების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2.მმართველს/ზედამხედველს უფლება აქვს, მიატოვოს ისეთ ქონებაზე საკუთრების უფლება, რომელსაც ლიკვიდური ღირებულება არ აქვს და რომლის კრედიტორთა სასარგებლოდ რეალიზაციაც შეუძლებელია, ან განახორციელოს ამ ქონების რეალიზაცია, თუ მისი შენახვისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მის საბაზრო ღირებულებას აღემატება.

3.გადახდისუუნარობის მასიდან შეიძლება ამოღებულ იქნეს ისეთი ქონება, რომლის მიმართაც მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ორმხრივი ვალდებულებები არსებითად შესრულებულია და რომლის მესამე პირისთვის საკუთრებაში გადაცემასაც ითვალისწინებს აღნიშნული ხელშეკრულება. შესაბამის გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე იღებს მმართველი/ზედამხედველი.

4.მმართველი/ზედამხედველი დაინტერესებულ პირს გადახდისუუნარობის მასიდან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქონების ამოღებაზე უარს ეუბნება, თუ მოვალის რეაბილიტაციის შედეგად, რომლის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება ეს გადაწყვეტილება, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული პირის სრულად დაკმაყოფილება.

5.თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების მიმართ სააღსრულებო წარმოება არსებითად დასრულებულია და ამ ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების გამოსაცემად აუცილებელი ყველა წინაპირობა არსებობს, ეს ქონება გადახდისუუნარობის მასიდან ამოღებული უნდა იქნეს და უფლებამოსილ პირს უნდა გადაეცეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2058440¹294291453259101115862460
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საინვესტიციო ფონდების …იპოთეკით დაცული ობლიგა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა