იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

მუხლი 17. პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები ემიტენტის მიმართ

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს , რომელთა მოთხოვნები ერთი და იმავე პროგრამის ფარგლებში წარმოიშვა , აქვთ შემდეგი უფლებები : ა ) ემიტენტის მიმართ ლიკვიდაციის / გადახდისუუნარობის პროცესის დაწყებამდე ემიტენტს მოსთხოვონ იპოთეკური ობლიგაციიდან ან / და რეგისტრირებული დერივატივიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება ; ბ ) ემიტენტის მიმართ ლიკვიდაციის / გადახდისუუნარობის პროცესის დაწყების შემდეგ პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივებიდან ემიტენტის სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნები ამ მოთხოვნათა მოცულობის პროპორციულად ; თუ უზრუნველყოფის აქტივებიდან აღნიშნული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია , ემიტენტს დარჩენილი მოთხოვნები წარუდგინონ , როგორც არაუზრუნველყოფილმა კრედიტორებმა .

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება ძალაშია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე და არ გულისხმობს მისი მოთხოვნის განმეორებით ან ორმაგად დაკმაყოფილებას .

3.ეს მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე მოვალის მიმართ რეფინანსირების პროგრამის კრედიტორის მოთხოვნაზე . თავი VI იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება , განცალკევებული პროგრამის მართვა და ლიკვიდაცია

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13465372149111458018231620222417
მითითებამნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…ფასიან ქაღალდებად გარდ…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა