Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 91

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 91. რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გადადგომა; ბ) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; გ) სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის გარდაცვალება; ე) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტა; ვ) რეაბილიტაციის რეჟიმის დასრულება.

2.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი თანამდებობიდან შეიძლება გადადგეს მხოლოდ სასამართლოს თანხმობით.

3.სასამართლო ვალდებულია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გადადგომაზე თანხმობა გასცეს, როდესაც რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ასრულებს მოვალეობას ან რეაბილიტაციის მმართველის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არსებობს.

4.რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

5.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მართვაში მყოფ მოვალეზე, რომლის თანამდებობიდან გადადგომის ან შეცვლის საკითხსაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს.

6.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის შეწყვეტა ან შეჩერება ავტომატურად იწვევს რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კრედიტორებსა და სასამართლოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 90შემდეგი მუხლი 92

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №5

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 92რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან გათავისუფლება
  • 89რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ქმედების გასაჩივრება
  • 93ახალი რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის დანიშვნა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 29აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 81საზედამხედველო ორგანოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება
  • 31აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 207¹მოვალის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა
  • 207გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობა გადახდისუუნარობისას

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 54ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹⁸აკრედიტაციის შეწყვეტა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 79მმართველი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 56მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹⁸207¹20779545629813192899391
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს სისხლის სა…ელექტრონული კომუნიკაცი…საავტორო და მომიჯნავე …სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026