Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 29

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 29. აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:IP დიუ დილიჯენსიინსტიტუციური ინვესტიციააქტივების მართვაპრივატ ბანკინგიინსტიტუციური კასტოდიური გადაწყვეტილებებისაპატენტო სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და კანონის შესაბამისად; ბ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება; გ) აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება; დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება.

2.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილება, თუ აქტივების მმართველი კომპანია არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს. თუ საინვესტიციო კომპანიის მიერ დანიშნულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლებამოსილება შეუწყდება ამ პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

3.თუ აქტივების მმართველ კომპანიას აქტივების მართვის უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძვლით, იგი ვალდებულია საქმიანობა განაგრძოს ახალი აქტივების მმართველი კომპანიის დანიშვნამდე. ამ დროის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების ან სადამფუძნებლო დოკუმენტის პირობების შესაბამისად.

4.საინვესტიციო ფონდისთვის ახალი აქტივების მმართველი კომპანიის დანიშვნა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. თუ ახალი აქტივების მმართველი კომპანია 1 თვის განმავლობაში არ დაინიშნა, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №897 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინვესტიციების მართვის ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინვესტიციის IP გადახედვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საინვესტიციო ფონდის ადმინისტრირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სიმდიდრის მართვის კონსულტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-08-04
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 39

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 25აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა
  • 81საზედამხედველო ორგანოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება
  • 19აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ
  • 9აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციები
  • 10მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 12აქტივების მმართველი კომპანია

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 6სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 37აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის, როგორც აქტივების მმართველის, საქმიანობა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 91რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1252⁴891028¹392581199137629
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…არასახელმწიფო საპენსიო…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026