1.მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაძლებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების დაყოფა და გაერთიანება კანონმდებლობის დაცვით.
2.სამშენებლო მიწის ნაკვეთის, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები, დაყოფის შემთხვევაში, დაყოფა უნდა მოხდეს ისე, რომ დაცული იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ V თავით – „მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა და მათი ნაწილების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შეჭრა“ განსაზღვრული მოთხოვნები. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 18.12.2018წ.




