მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 16. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი)

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, რადიო-სარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედების, სახაზო ტრაქტების ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსი.

2.კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) მოიცავს საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მაგისტრალურ ხაზებსა და ადგილობრივი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ხაზებს.

3.კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს არსებულ მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში-ღარებში, შახტებში ან/და გვირაბებში. თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გასაყვან/სამონტაჟო ტერიტორიაზე არ არსებობს მოქმედი მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურა ან/და შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი უნდა მოხდეს ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით, მაშინ აღნიშნული უნდა განხორციელდეს ახალი ტრანშეების მოწყობის ან საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანის/მონტაჟის გზით.

3¹.თუ საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) გადის საავტომობილო გზების/ქუჩების გასწვრივ, აგრეთვე ამ საავტომობილო გზებისა და ქუჩების გადაკვეთაზე, ამ შემთხვევაში საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) უნდა იქნეს გაყვანილი გრუნტის/სავალი ნაწილის ზედაპირიდან არანაკლებ 5 მეტრის სიმაღლეზე.

4.თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დაგეგმილია არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებობების გამოყენებით (ღარები, არხები, შახტები, გვირაბები, ხიდები, ანძები და ა.შ.), აღნიშნული უნდა შეთანხმდეს არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებობების მესაკუთრეებთან. ტრანშეის გათხრის ან/და საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზების გაყვანის შემთხვევაში საჭიროა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, ხოლო საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა.

5.თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს (გარდა ტრანშეის მოწყობისა), მაშინ მშენებლობის ნებართვა გაიცემა ასეთი შენობა-ნაგებობისათვის, ამ ნაგებობათა კლასის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის დადგენილება №135-სსმ III, №95, 31.07.2009წ; მუხ.1003

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 31 ივლ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 16-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა 3¹ პუნქტი: განისაზღვრა მიწისქვეშა არხების პრიორიტეტი, ალტერნატიული გაყვანის შემთხვევები, საჰაერო ხაზის 5 მეტრის სიმაღლე და მესაკუთრეთა თანხმობები; მე-5 პუნქტი ტრანშეის მოწყობას გამოიყოფს და ნებართვას ნაგებობის კლასის მოთხოვნებს უკავშირებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30551967²67³47 (დ…29 (დ…819875646516
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს ტყის კოდექ…ენერგეტიკისა და წყალმო…განსაკუთრებული მნიშვნე…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ტერიტორიების გამოყენებ…