მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 15. ხაზობრივი ნაგებობის სახეობები და კატეგორიები

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნავთობსადენი: ა) I კატეგორია – მაგისტრალური ნავთობსადენი; ბ) II კატეგორია – შიდასარეწაო ან/და შიდასაობიექტო ნავთობსადენი.

2.გაზსადენი: ა) I კატეგორია - მაგისტრალური გაზსადენი; ბ) II კატეგორია - გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების (მაღალი და საშუალო წნევის) გაზსადენი; გ) III კატეგორია - გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების (დაბალი წნევის) გაზსადენი.

3.წყალსადენი: ა) I კატეგორია – 25-ზე მეტი ატმოსფერო 1400 მმ-ზე მეტი; ბ) II კატეგორია – 10-დან 25 ატმოსფერომდე 500-1400 მმ; გ) III კატეგორია – 10 ატმოსფერომდე 500 მმ-მდე.

4.წყალარინების მილი: ა) I კატეგორია – 1500 მმ-ზე მეტი; ბ) II კატეგორია – 600-დან 1500 მმ-მდე; გ) III კატეგორია – 600 მმ-მდე.

5.საავტომობილო გზა: ა) I კატეგორია – საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა; ბ) II კატეგორია – შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; გ) III კატეგორია – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა.

6.ქუჩა: ა) I კატეგორია – გამჭოლი ქუჩა, რომელიც არის გამზირი ან/და ბულვარი და დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილია; ბ) II კატეგორია – გამჭოლი ქუჩა, რომელიც არ არის გამზირი ან/და ბულვარი და არ არის დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილი; გ) III კატეგორია – ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი/გასასვლელი.

7.რკინიგზა: ა) I კატეგორია – მაგისტრალური; ბ) II კატეგორია – ჩიხები და შიდასაწარმოო.

8.ხიდები და გვირაბები.

9.ფუნიკულიორი.

10.საჰაერო-საბაგირო გზა.

11.ელექტროგადამცემი ხაზი (კვ): ა) I კატეგორია – 330 კვ და მეტი; ბ) II კატეგორია – 154-220 კვ; გ) III კატეგორია – 35-110 კვ; დ) IV კატეგორია – 1-20 კვ-მდე; ე) V კატეგორია – 1 კვ-მდე.

12.კავშირგაბმულობის ხაზი.

13.სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა (წყალგამტარობა): ა) I კატეგორია – წარმადობა 10 მ 3 -ზე მეტი წმ-ში; ბ) II კატეგორია – წარმადობა 1-დან 10მ 3 -მდე წმ-ში. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის დადგენილება №94 - ვებგვერდი, 16.03.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 პუნქტში გაზსადენის კატეგორიები ახლებურად ჩამოყალიბდა: I — მაგისტრალური გაზსადენი, II — გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენი, III — იმავე სისტემების დაბალი წნევის გაზსადენი.

  2. მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ელექტროგადამცემი ხაზის II კატეგორია „220 კვ“-ის ნაცვლად ახლა 154-220 კვ-ია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3254 (და…965967²3331 (დ…4 (და…41 (დ…215
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საავტომობილო გზების შე…საქართველოს სივრცის და…ტერიტორიების გამოყენებ…საგზაო მოძრაობის შესახ…ნაგავსაყრელის მოწყობის…