Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 81

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 81. გამანაწილებელი ქსელის წესები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციებიმაუწყებლობადაბინძურების კონტროლიგანახლებადი ენერგიაენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამანაწილებელი ქსელის ოპერირება და მართვა ხორციელდება გამანაწილებელი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

2.ერთ სექტორში შეიძლება მხოლოდ ერთი გამანაწილებელი ქსელის წესების (ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების) დამტკიცება.

3.გამანაწილებელი ქსელის წესები ადგენს: ა) გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოებისთვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს ამ კანონის 97-ე მუხლით განსაზღვრული ტექნიკური წესებით დადგენილი ტექნიკური ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) გამანაწილებელი ქსელის ოპერირების პროცედურებს ჩვეულებრივ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ სიტუაციებში და სხვა სახის შეფერხებების დროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი საგანგებო მართვისა და მიწოდების უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით; გ) გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 78-ე მუხლის შესაბამისად, გამანაწილებელ სისტემასთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; დ) ამ კანონის მე-80 მუხლის შესაბამისად გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურასა და პირობებს, მათ შორის: დ.ა) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წინაპირობებს; დ.ბ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მეთოდს, აღრიცხვის მოწყობილობის ფუნქციურ მოთხოვნებსა და სიზუსტის კლასს ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; დ.გ) მიერთების წერტილში ან სხვა, განსაზღვრულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილში არსებულ აღრიცხვის მოწყობილობაზე მფლობელობის უფლებას; დ.დ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისა და სისტემით მოსარგებლის უფლებებსა და ვალდებულებებს; ე) გამანაწილებელი ქსელის დისპეტჩერიზაციის წესსა და პირობებს, მათ შორის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას; ვ) შესაბამის შემთხვევებში დამხმარე მომსახურების შესყიდვისა და სასისტემო მომსახურების გაწევის კრიტერიუმებსა და წესებს; ზ) გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს; თ) სიმძლავრისა და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და განაწილებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს; ი) გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების წყვეტებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესს; კ) სისტემით მოსარგებლეების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამანაწილებელი ქსელის ოპერირებასა და მართვას უკავშირდება; ლ) განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებასთან (მიერთების სტანდარტული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებასთან (განაწილების მომსახურების სტანდარტული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად წესებსა და პირობებს; მ) განაწილების ხელშეკრულებებიდან ან/და გამანაწილებელ ქსელთან დაშვებასთან, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესს; ნ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, შესაბამისი სისტემების ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე შესაბამისი ბაზრების ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს; ო) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს; პ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდების წესს ამ კანონის 76-ე მუხლის შესაბამისად; ჟ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელ, ენერგოეფექტურობასა და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მიწოდების უსაფრთხოების წესების დაცვით; რ) გამანაწილებელი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს.

4.გამანაწილებელი ქსელის წესებს შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისია. კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის გავლას და გამანაწილებელი ქსელის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას. გამანაწილებელი ქსელის წესები უნდა შეესაბამებოდეს გადამცემი ქსელის წესებსა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ წესებს.

5.გამანაწილებელი ქსელის წესები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების ვებგვერდებზე.

წინა მუხლი 80შემდეგი მუხლი 82

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკაბელო ტელევიზია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ენერგეტიკულ ქსელთან მიერთებასერვისის გვერდი
  • ენერგიის განაწილების ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ქსელთან მიერთების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 76მუხლი 78მუხლი 80მუხლი 97

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 60ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები
  • 68ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები
  • 80გამანაწილებელ ქსელთან მიერთება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 13ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების პრინციპები, მარეგულირებელი ნორმები და წესები
  • 11მხარდაჭერის სქემები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება
  • 19ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 20კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 9ზოგადი სავალდებულო წესები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2025¹²341916131180767897606822981
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ელექტრონული კომუნიკაცი…ენერგოეფექტურობის შესა…ეროვნული მარეგულირებელ…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026