გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 14. გარემოსდაცვითი პროგრამის ძირითადი მიზნები და მისი სახსრების განკარგვა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გარემოსდაცვითი პროგრამის ძირითადი მიზნებია: ა) გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენცია; ბ) გარემოს მდგომარეობის აღდგენა; გ) გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება; დ) გარემოს კვლევა.

2.გარემოსდაცვითი პროგრამის სახსრებს განკარგავს სამინისტრო გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

3.გარემოსდაცვითი პროგრამიდან დაფინანსებული ღონისძიებები შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტას და ამავე კანონით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

4.გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია შედგება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისგან.

5.გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და აღნიშნული კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციების შემუშავების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გარემოსდაცვითი პროგრამის ძირითადი მიზნებია: ა) გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენცია; ბ) გარემოს მდგომარეობის აღდგენა; გ) გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება; დ) გარემოს კვლევა. 2. გარემოსდაცვითი პროგრამის სახსრებს განკარგავს სამინისტრო გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. 3. გარემოსდაცვითი პროგრამიდან დაფინანსებული ღონისძიებები შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტას და ამავე კანონით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 4. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია შედგება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისგან. 5. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და აღნიშნული კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციების შემუშავების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
311532845²13 (და…2142151614
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…გარემოს დაცვის შესახებგარემოსდაცვითი შეფასებ…ატმოსფერული ჰაერის დაც…ნარჩენების მართვის კოდ…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა