1.ამ კოდექსის მიზნებია:
ა) ხელი შეუწყოს გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე;
ბ) ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის დროულად მიღების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლების რეალიზაცია, აგრეთვე გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა;
გ) სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე;
დ) გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის განხორციელებისას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.
2.ამ კოდექსის ამოცანებია:
ა) განსაზღვროს საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების უფლებები და მოვალეობები ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ბ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების ყველა შესაძლო შედეგის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რათა გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და მატერიალურ ფასეულობებზე უარყოფითი ზემოქმედება მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული, შემცირებული ან შერბილებული;
გ) განსაზღვროს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის მიზნებია:ა) ხელი შეუწყოს გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე;ბ) ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის დროულად მიღების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლების რეალიზაცია, აგრეთვე გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა;გ) სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერი გათვალისწინება ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე;დ) გარემოსდაცვითიშეფასების პროცედურის განხორციელებისას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.2. ამ კოდექსის ამოცანებია:ა) განსაზღვროს საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების უფლებები და მოვალეობები ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;ბ) უზრუნველყოს საზოგადოებისთვის სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების ყველა შესაძლო შედეგის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რათა გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და მატერიალურ ფასეულობებზე უარყოფითი ზემოქმედება მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული, შემცირებული ან შერბილებული;გ) განსაზღვროს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ივნ. 2017-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს სივრცის და…გარემოს დაცვის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…ნარჩენების მართვის კოდ…ატმოსფერული ჰაერის დაც…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა