Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებმუხლი 2

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლინახშირბადის ბაზრებიგარემოს დაცვის დანაშაულებიკლიმატის პოლიტიკაგარემოსდაცვითი პრეტენზიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ეს კანონი არეგულირებს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციასთან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ან გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შერბილებასთან, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში განსახორციელებელ ღონისძიებებთან (მათ შორის, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებასა და გარემოსთვის მიყენებული ზიანისა და გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2.ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ კანონის მე-3 მუხლის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების დებულებებისა, არ ვრცელდება: ა) გარემოსთვის ზიანის მიყენების/გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან გარემოსთვის ზიანის მიყენების/გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაზე, რომელიც გამოწვეულია: ა.ა) ფორსმაჟორული სიტუაციით; ა.ბ) შეიარაღებული კონფლიქტით; ა.გ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ეროვნულ თავდაცვასთან ან/და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოქმედებებით; ბ) იმ შემთხვევაზე, როდესაც შეუძლებელია იმ პირის იდენტიფიცირება, რომლის უკანონო ქმედებამ გარემოს ზიანი ან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი); გ) კერძო მესაკუთრისთვის ზიანის მიყენებაზე, რაც არ გამორიცხავს ამ კერძო მესაკუთრის უფლებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს ზიანის მიმყენებელს მიყენებული ზიანის ანაზღაურება; დ) დიფუზური ემისიით (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება) გამოწვეულ შემთხვევაზე; ე) ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე; ვ) ფიზიკური პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმისა) ქმედებით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე; ზ) შავ ზღვაში მცურავი საშუალებიდან ან საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და  გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე; თ) სასარგებლო წიაღისეულისთვის მიყენებულ ზიანსა და მნიშვნელოვან ზიანზე; ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე.

3.თუ პირის უკანონო ქმედებით გარემოს ზიანი მიადგა, თუმცა გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) დადგენილ კრიტერიუმებს, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანი/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი ფულადი სახით აანაზღაუროს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა.

4.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, რომელსაც არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, თუ იმავე საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ, მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების წესსა და ოდენობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

6.ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მართვას, რეგულირებასა და კონტროლს, რომლებიც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ საქმიანობას უკავშირდება, ამავე კანონის პრინციპების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს კანონი არეგულირებს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციასთან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ან გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შერბილებასთან, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში განსახორციელებელ ღონისძიებებთან (მათ შორის, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებასა და გარემოსთვის მიყენებული ზიანისა და გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ კანონის მე-3 მუხლის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების დებულებებისა, არ ვრცელდება: ა) გარემოსთვის ზიანის მიყენების/გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან გარემოსთვის ზიანის მიყენების/გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაზე, რომელიც გამოწვეულია: ა.ა) ფორსმაჟორული სიტუაციით; ა.ბ) შეიარაღებული კონფლიქტით; ა.გ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ეროვნულ თავდაცვასთან ან/და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოქმედებებით; ბ) იმ შემთხვევაზე, როდესაც შეუძლებელია იმ პირის იდენტიფიცირება, რომლის უკანონო ქმედებამ გარემოს ზიანი ან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი); გ) კერძო მესაკუთრისთვის ზიანის მიყენებაზე, რაც არ გამორიცხავს ამ კერძო მესაკუთრის უფლებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს ზიანის მიმყენებელს მიყენებული ზიანის ანაზღაურება; დ) დიფუზური ემისიით (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება) გამოწვეულ შემთხვევაზე; ე) ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე; ვ) ფიზიკური პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმისა) ქმედებით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე; ზ) შავ ზღვაში მცურავი საშუალებიდან ან საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და  გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე; თ) სასარგებლო წიაღისეულისთვის მიყენებულ ზიანსა და მნიშვნელოვან ზიანზე; ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე. 3. თუ პირის უკანონო ქმედებით გარემოს ზიანი მიადგა, თუმცა გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) დადგენილ კრიტერიუმებს, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანი/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი ფულადი სახით აანაზღაუროს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, რომელსაც არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, თუ იმავე საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ, მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების წესსა და ოდენობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 6. ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მართვას, რეგულირებასა და კონტროლს, რომლებიც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ საქმიანობას უკავშირდება, ამავე კანონის პრინციპების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გარემოს დაბინძურება (მუხლი 287-306) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოს დაცვის წესის დარღვევა (მუხლი 287) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გარემოსდაცვითი დაზიანების საქმეებისერვისის გვერდი
  • ემისიებით ვაჭრობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №3

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14მუხლი 28მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 3მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 23¹გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 2კანონის რეგულირების სფერო

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 1კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო

გარემოს დაცვის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების საგანი
  • 3კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 306²გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 36პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11306²1113214328523¹112
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…ტექნიკური საფრთხის კონ…ლიცენზიებისა და ნებართ…სამრეწველო ემისიების შ…გარემოს დაცვის შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026