გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 10. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2029

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს მისთვის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2.დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ამ ვებგვერდზე განათავსონ ან/და სააგენტოს მატერიალურად წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები/შენიშვნები ამ გეგმის პროექტთან დაკავშირებით. სააგენტო 10 კალენდარული დღის ვადაში იხილავს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს და საჭიროების შემთხვევაში მათ უგზავნის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტში გასათვალისწინებლად.

3.მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა.

4.თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი არ გაითვალისწინებს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის დასაბუთება. ეს დასაბუთება განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

5.ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით ან მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანო. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს მისთვის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ამ ვებგვერდზე განათავსონ ან/და სააგენტოს მატერიალურად წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები/შენიშვნები ამ გეგმის პროექტთან დაკავშირებით. სააგენტო 10 კალენდარული დღის ვადაში იხილავს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს და საჭიროების შემთხვევაში მათ უგზავნის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტში გასათვალისწინებლად. 3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა. 4. თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი არ გაითვალისწინებს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის დასაბუთება. ეს დასაბუთება განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით ან მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი   ორგანო. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 სექ. 2029). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან · იცვლება 1 სექ. 2029-დან

1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს მისთვის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ამ ვებგვერდზე განათავსონ ან/და სააგენტოს მატერიალურად წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები/შენიშვნები ამ გეგმის პროექტთან დაკავშირებით. სააგენტო 10 კალენდარული დღის ვადაში იხილავს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს და საჭიროების შემთხვევაში მათ უგზავნის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტში გასათვალისწინებლად. 3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა. 4. თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი არ გაითვალისწინებს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის დასაბუთება. ეს დასაბუთება განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით ან მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი  ორგანო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2026

    მე-3 პუნქტში საბოლოო გეგმის წარდგენის ვადა 45-დან 30 კალენდარულ დღემდე შემცირდა და გეგმა ახლა გადამუშავებული/კორექტირებული უნდა იყოს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
309¹⁹46 (და…12911125323318191510
მნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…კომპანიის ნარჩენების მ…საქართველოს სივრცის და…ელექტრონული კომერციის …საქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა